რის მომზადებას შეძლებთ 12 ლარად? - 30 იდეა
დღეს რა გავაკეთო სადილად? - ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველა ოჯახში ისმის. ადვილია მოამზადო კერძები, როდესაც სახლში უამრავი რამ გაქვს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ბიუჯეტი შეზღუდულია?
ჩვენს მკითხველს ვკითხეთ, თუ რას მოამზადებდნენ 12 ლარად და გიზიარებთ პასუხებს:
- პომიდვრის სალათი ნიგვზით ან ყველით;
- მაწვნის სუპი;
- მწვანე ან ხმელი ლობიო/ლობიანი;
- წიწიბურა არაჟნით;
- შემწვარი კარტოფილი კიტრის და პომიდვრის სალათით;
- ჩაშუშული ქათმის ღვიძლი წიწიბურას გარნირით;
- გუფთა;
- კარტოფილის ხინკალი/ღვეზელი;
- სოკო ტომატში პიურესთან ერთად;
- ქათმის კატლეტი გარნირით;
- პასტა ნაღებით;
- შემწვარი ბარკალი მაიონეზში;
- პრასის ფხალი;
- თევზი ქინძმარში;
- ნადუღი პიტნით;
- მოხარშული კვერცხი მაიონეზისა და არაჟნის სოუსში;
- კომბოსტოს ჩაშუშული;
- ქათმის სალათი;
- ქათმის კუჭმაჭი;
- ქათმის ჩაქაფული;
- ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი;
- ვინეგრეტი/ოლივიე;
- წიწიბურა მაწვნით;
- ოსპის სუპი;
- პრასი ნიგვზით;
- ბოსტნეულის/წიწიბურას კატლეტი;
- ხაჭოს ვარენიკები;
- მაკარონი ყველით;
- აჯაფსანდალი;
- ბადრიჯანი ნიორწყალში.
რას დაუმატებდით ამ სიას?