„თავიდან 139 კილოგრამს ვიწონიდი“ - გაიცანით გოგონა, გოგონა, რომელმაც 18-საათიანი დიეტით 73 კილოგრამი დაიკლო
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა წონაში კლებასა და კონკრეტული ადამიანების ისტორიებს დაუთმო. მისი ერთ-ერთი სტუმარი იაკო ჭალაგანიძე იყო, რომელმაც 73 კილოგრამი დაიკლო. ის ამბობს, რომ შედეგს 18-საათიანი დიეტის დახმარებით მიაღწია.
- თავიდან139 კილოგრამს ვიწონიდი. ამ წონაზე 4 ლიტრს წყალს ვსვამდი. აქედან 1 ლიტრი გრეიპფრუტიანი იყო, რომელსაც ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპობით ვიღებდი. 18-საათიანი დიეტით დავიკელი. პირველ კვებას დილის 10 საათზე ვიწყებდი. პანდემიის დროს ბაკურიანში ვიყავი, არ იყო არც რესტორანი, არც კაფე, სახლში ვიყავი და ამან ეს პროცესი ძალიან გამიადვილა. რასაც მთელი დღის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრები ჭამდნენ და მე ძალიან მინდებოდა და არ შემეძლო, რომ მეჭამა, მეორე დღეს, დილის 10 საათზე ვჭამდი. თავად შევიმუშავე გრაფიკი. 4 საათზე ვცდილობდი, რომ ძალიან მცირე ულუფა მიმეღო, ძირითადად ცილები. მაგალითად, კვერცხი, ხორცი - შემწვარიც და მოხარშულიც. არ ვიზღუდავდი თავს... გააგრძელეთ კითხვა