12 სასარგებლო ხემსი, როცა ნოყიერად სადილობას ვერ ახერხებთ - Gemrielia.ge

12 სასარგებლო ხემსი, როცა ნოყიერად სადილობას ვერ ახერხებთ

როცა შიმშილი განსაკუთრებით შემოგიტევთ, თქვენ კი ამა თუ იმ მიზეზით გემრიელად სადილობა არ შეგიძლიათ, გამოსავალი მაინც არსებობს. გთავაზობთ 12 გემრიელ და სასარგებლო ვარიანტს, რაც შეგიძლიათ ასეთ დროს მიირთვათ!

1. ვაშლი - ის ბევრ მინერალს და ვიტამინს შეიცავს. მდიდარია უჯრედისით, ფლავონოიდებით, პოლიფენოლებით. შეეცადეთ მიირთვათ ყოველ დილით ან ძირითად კვებას შორის წასახემსებლად.

2. ბანანი - კალიუმის საუკეთესო წყაროა. დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სისხლის წნევის ნორმალური მდგომარეობა.

3. წითელი ტკბილი წიწაკა - ის სავსეა ანტიოქსიდანტებით, A და ჩ ვიტამინებით, რომელიც თქვენი კანის სილამაზისთვის აუცილებელია.

4. ნატურალური შავი შოკოლადი - თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, წასახემსებლად მაღალი ხარისხის, ნატურალური შავი შოკოლადი აირჩიეთ. მაგრამ არა უმეტეს 50-60 გრამისა დღეში.

5. გოგრის თესლი - ის მაგნიუმის, რკინის, კალციუმის, ვიტამინ K -ს და ცილის ნამდვილი საბადოა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გოგრის თესლი კარგადაც დაგანაყრებთ და შრომისუნარიანობასაც აგიმაღლებთ.

gogristesli4.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: რა კავშირი აქვს გოგრის თესლს უშვილობასთან? - იცოდეთ ამ პროდუქტის უნიკალური თვისება, რაც აქამდე არც ალბათ გსმენიათ

6. სტაფილო - დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს და შიმშილის შემოტევების დროს ნამდვილი ხსნაა. თან ჯანსაღი კვების პრინციპებშიც ჯდება.

7. შვრიის ფაფა - სცადეთ დაიწყოთ დილა ამ შესანიშნავი საუზმით! მეტი გემოსთვის და სარგებლისთვის დაამატეთ ცოტა დარიჩინი, თაფლი, ქიშმიში, ნიგოზი, ხილი და ასე შემდეგ...

8. მწვანე სალათი - მწვანე ბოსტნეული ხომ სავსეა ვიტამინებით და მინერალებით, რომელთაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს და ადვილადაც გადაამუშავებს.

9. ანანასი - ის სწრაფად გადამუშავდება, შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელსაც გამწმენდი თვისებები აქვს და საჭმლის მონელებასაც ააქტიურებს. მაგრამ არ მიირთვათ ეს ხილი უზმოზე.

ananasi-1666161842.jpg

10. ბალახეულის ჩაი - თუ გშიათ, მაგრამ ჭამა არ გსურთ, დალიეთ ჩაი.

11. ლეღვის ჩირი - ეს პროდუქტი შესანიშნავად წმენდს სისხლს. შეარჩიეთ ნატურალური პროდუქტი, შაქრის ან სხვა დანამატეწბის გარეშე. ჩირი თავისთავად ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს და კალორიულია, ამიტომ ზომიერება დაიცავით.

12. ბოსტნეულის სუპ-პიურე - ეს მსუბუქი, სასარგებლო და გემრიელი კერძი სწრაფად დაგანაყრებთ, შეგმატებთ ენერგიას და არა ზედმეტ კალორიებს.