დიახ, ამის გაპრიალებაც შესაძლებელია - როგორ მოვაშოროთ ტაფას ჩამჯდარი ჭუჭყი? - Gemrielia.ge

დიახ, ამის გაპრიალებაც შესაძლებელია - როგორ მოვაშოროთ ტაფას ჩამჯდარი ჭუჭყი?

შეიძლება იფიქროთ: რატომ უნდა დავხარჯო დრო და ენერგია ძველი ტაფის ნადების მოშორებისთვის, როცა შემიძლია გადავაგდო და ახალი ვიყიდო? თუმცა ძველი ტაფების ხარისხს ბევრი აღიარებს და ახალს ვერ ეგუება. ასე რომ, თუკი ძველ ტაფას ვერ თმობთ, მისი გაწმენდის საუკეთესო მეთოდს გასწავლით.

დაგჭირდებათ:

  • 8 ლ წყალი
  • 0.5 კგ სოდა
  • 1 შეკვრა თხევადი/სილიკატური წებო
  • 1 ც სარეცხი საპონი

გამოყენების წესი:

დიდ ლითონის ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ თხევადი წებო და სოდა. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამასობაში გახეხეთ სარეცხი საპონი. ასე უფრო მარტივად და სწრაფად გაიხსნება წყალში. რომ ადუღდება, ჩაყარეთ გახეხილი საპონი და კარგად ამოურიეთ.

ამ სითხეში ჩადეთ გასარეცხი ტაფა, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

შემდეგ ამოიღეთ ტაფა და გამდინარე წყალში გარეცხეთ. თუკი ჭუჭყი ძალიან ჩამჯდარია, მაშინ იმავე მეთოდის გამეორება დაგჭირდებათ, სხვა შემთხვევაში კი ერთხელ გარეცხვაც საკმარისი იქნება.

თქვენ რა მეთოდი იცით ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად?