ექიმების მონაწილეობით კულინარიული შეჯიბრი #CHEF-მკურნალი გაიმართა - Gemrielia.ge

ექიმების მონაწილეობით კულინარიული შეჯიბრი #CHEF-მკურნალი გაიმართა

ექიმების მონაწილეობით კულინარიული შეჯიბრი CHEF-მკურნალი გაიმართა. ღონისძიება ჟურნალ "მკურნალისა“ და "გემრიელიას“, ასევე, ვებგვერდების www.mkurnali.ge და www.gemrielia.ge -ს ორგანიზებით სასტუმრო “მუზეუმში” ჩატარდა. კულინარიულ შეჯიბრს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პარტნიორები დაესწრნენ.

shefmkurnali-6-1683909065.jpg

ორ-ორი ექიმისგან დაკომპლექტებული მედიკოსების ხუთი გუნდი ერთმანეთს კერძების მომზადებაში შეეჯიბრა, რისთვისაც მათ ნახევარი საათი ჰქონდათ გამოყოფილი. ექიმების შემადგენლობით გუნდები ასე დაკომპლექტდა:

  • ნინო ჩოგოვაძე და ანდრო მაჭავარიანი
  • არსენ გვენეტაძე და დეა პაპასკირი
  • დავით ნიკოლეიშვილი და თათული ალექსიშვილი
  • ნინო ქურიძე და ჯაბა ადამია
  • ლევან ხარაშვილი და ანა მაღრაძე

shefmkurnali-5-1683909106.jpg

კონკურსანტებს ორი სახის კერძის - კანაპესა და სალათის მომზადება მოუწიათ.

კონკურსანტებმა კონკრეტული დავალება "მუზეუმის“ შეფისგან მიიღეს. მათი ნახელავი კი ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: სასტუმრო "მუზეუმის“ გენერალური მენეჯერი მერი ოთარიშვილი, შეფი ირმა ჯანჯღავა და ჟურნალ "ბომონდის“ მთავარი რედაქტორი თეა აგლაძე.

shefmkurnali-4-1683909125.jpg

ჟიურის განსაკუთრებული მოწონება ნინო ჩოგოვაძისა და ანდრო მაჭავარიანის ნახელავმა დაიმსახურა, შესაბამისად, აღნიშნულმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

ნინო ჩოგოვაძე:

"ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას, თუმცა ვფიქრობ, რომ ექიმები ვართ ძალიან ნიჭიერი ადამიანები და ისეთ დიად საქმეს ვემსახურებით, რომ ყველაფერი გვეხერხება. ექიმები არიან ყველაზე კარგი მხატვრები, მომღერლები, კულინარები, მოცეკვავეები და ა.შ.

მოვამზადეთ ძალიან გემრიელი და მრავალფეროვანი სალათი, ნაირფერი გემოების შეზავებით და "ერთი ლუკმის“ შესაბამისი კანაპეები, ყველა ინგრედიენტი გამოვიყენეთ. ანდრო ძალიან კარგი შეფი აღმოჩნდა".

shefmkurnali-3-1683909156.jpg

ანდრო მაჭავარიანი:

"ძალიან მნიშვნელოვანი, სახალისო და სასიამოვნოა ეს ყველაფერი. მადლობას ვუხდი ყველას, ძალიან გახარებული ვარ. მინდა ნინოს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. ნინო რომ არა, დარწმუნებილი ვარ მოგებული საგზური ხელში არ მეჭირებოდა“.

shefmkurnali-2-1683909176.jpg

ნინო ჩოგოვაძესა და ანდრო მაჭავარიანს ტურისტულმა კომპანია Holiday Factory Georgia-მ დუბაიში ორ-ორკაციანი საგზურები გადასცა. ასევე, გამარჯვებულ წყვილს კომპანია "გალბანისგან“ სასაჩუქრე კალათები გადაეცა. გარდა ამისა, კულინარიული შეჯიბრის ყველა მონაწილეს საჩუქრები გადასცა კომპანია "ავერსმა“ და გამომცემლობა "პალიტრა L”- მა.

ამასთანავე, ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული გამარჯვებულები დააჯილდოვეს პარტნიორმა კომპანიებმა: პსპ, იმპექსი, ჯიპისი, ფარმადეპო, ბალნეოლოგიური კურორტი საქართველო, ისი-პარი, ბიუთი საქსესი, სასტუმრო “მუზეუმი”, რესტორანი “სირაჩხანა”, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ თელავი”.

საღამოს ეთო ფურცხვანიძე უძღვებოდა. მუსიკალურ გაფორმებაზე კი მარიამ შენგელიამ და ნუცა თოფურიამ იზრუნეს.

ღონისძიების სპონსორება გაუწიეს კომპანიებმა: President, Galbani, Holiday Factory