ყველაფერი რაც მარწყვის შესახებ უნდა იცოდეთ - რას გვირჩევენ და რაზე გვაფრთხილებენ ექიმები
მარწყვი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმს, თუთიას, ფოსფორს, ფოლიუმის მჟავას, ასევე - ვაშლის, ლიმონის მჟავებს, შაქარს, ეთერზეთებს.
ფოთლებსა და ფესურებში არის მთრიმლავი ნივთიერებები. 100 გ მარწყვის კვებითი ღირებულება 10 კალორიაა. შეიცავს 0,7გ ცილას, 0,4გ ცხიმს და 6,3გ ნახშირწყლებს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე დაკრეფილი ტყის მარწყვი. უმთავრესად მის ნაყოფს იყენებენ, მაგრამ სასარგებლოა ფოთლები და ფესურებიც. უმი კენკრა კარგი დიეტური პროდუქტია. სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, ავიტამინოზისას, მძიმე დაავადების შემდეგ.