რომელი სახეობის სოსისი უნდა შეწვა გრილზე/მაყალზე და როგორ შეარჩიო სწორად - 3 მეთოდი იდეალური ბარბექიუსთვის - Gemrielia.ge

რომელი სახეობის სოსისი უნდა შეწვა გრილზე/მაყალზე და როგორ შეარჩიო სწორად - 3 მეთოდი იდეალური ბარბექიუსთვის

შემწვარი სოსისი და ჰოთ-დოგები - იდეალური კერძია პიკნიკისთვის, სახლის უკანა ეზოში. გრილიდან ამოსული ნაკვერჩხლის კვამლი აძლიერებს სოსისის გემოს და უფრო წვნიანს ხდის მას. შეიძლება ითქვას, რომ სოსისი იმ ტიპის ხორცპროდუქტია, რომელიც ყველაზე მარტივად მზადდება გრილზე, რადგან არ გიწევს ზედმეტი წვალება მარინადის მომზადებისთვის. მიუხედავად ამისა, ამ მარტივი კერძის გაფუჭება ძალიან ადვილია. თქვენ ორი ამოცანა გაქვთ: შეარჩიოთ იდეალური სოსისი და არ გააფუჭოთ ის!

სოსისის შეწვის საუკეთესო მეთოდების შესწავლით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს გავრცელებული კულინარიული შეცდომები და ყოველ ჯერზე მიიღოთ სრულყოფილი კერძი ბარბექიუსთვის.

როგორი სოსისი უხდება ყველაზე მეტად გრილს/მაყალს?

nikora-sosisi-2-1684142518.jpg

სანამ მომზადების ინსტრუქციას ჩავუღრმავდებით, მოდი ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე - სოსისზე. კარგად მომზადებული სოსისი ერთმანეთთან დაკავშირებული ხორცის ცილების „მატრიცას“ წარმოადგენს. მომზადებისას ის იკუმშება, შიგნით აკავებს ცხიმს, ხორცის წვენს და არომატებს. ცხიმი და მარილი ანიჭებს მას განუმეორებელ გემოს. ცხიმი მთავარი კომპონენტია სოსისში, ის სტეიკის მსგავსად აძლევს ჩვენს პირს „წვნიან“ შეგრძნებას. სწორად მომზადებული სოსისის შემადგენლობაში უნდა იყოს ცხიმი. ყველაზე მეტად გავრცელებულია შერეული ხორცით მომზადებული - კერძოდ, საქონლისა და ღორის. ამ მხრივ, საუკეთესო არჩევანი „ნიკორას“ პრემიუმ კლასის სოსისებია.

sosisebi-1684143217.png

„ბერნერი“, „როსტერი“ და „ფრანკფურტერი“ - გერმანული კლასიკური რეცეპტურის მიხედვით მზადდება. მათ ევროპული სანელებლები და სხვადასხვა შიგთავსი აქვთ. სამივე სოსისი ბუნებრივ გარსაცმშია მოთავსებული და შესანიშნავად უძლებს ნაკვერჩხლის მაღალ ტემპერატურას.

„როსტერი“ შეიცავს ჰოლანდიურ ყველს, წითელ და მწვანე პაპრიკას და სოკოს, რაც მის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს.

„ფრანკფურტერი“ გერმანული ფრანკფურტერის ზუსტი ანალოგია. მის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ხორცი და ევროპული სანელებლები გამოიყენება.

„ბერნერი“ კი ჰოლანდიურ ყველს შეიცავს და ქვემოთ მოყვანილი სამივე მეთოდისთვის იდეალურია.

როგორ შევწვათ სოსისი - 3 მეთოდი:

მეთოდი 1. Low’n’Slow - საშუალო და ნელი

nikora-sosisi-3-1684142649.jpg

სოსისის პირდაპირ გრილზე მოთავსება ყველაზე პოპულარული მეთოდია. მაღალი რისკის მიუხედავად, სწორი ტექნიკით შეგიძლიათ მიიღოთ შესანიშნავი შედეგი. აანთეთ ცეცხლი გრილზე. იდეალურია საშუალო ცეცხლი. დადეთ სოსისი ცეცხლის ზემოთ, გრილის ცხაურზე და დროდადრო ატრიალეთ, სანამ გარსი არ გახდება ხრაშუნა და მუქი. შეგიძლიათ სოსისი ერთი მხრიდან რამდენჯერმე დასეროთ, ამით თავიდან აიცილებთ მის გასკდომას. პირდაპირ გრილზე შესაწვავად გამოიყენეთ „როსტერი“.

მეთოდი 2. მაღალი ცეცხლიდან - დაბალზე

nikora-sosisi-6-1684142688.jpg

არაპირდაპირი გრილი - ალბათ ეს არის ყველაზე პოპულარული გზა იმისათვის, რომ სოსისი სრულყოფილად მოამზადოთ და შებოლილი არომატი მიანიჭოთ. დაიწყეთ სოსისის შეწვა მაღალ ცეცხლზე, დააყოვნეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. როგორც კი კანი მოებრაწება, ცეცხლს დაუწიეთ საშუალომდე და სოსისი სითბოს წყაროდან რაც შეიძლება შორს გადაიტანეთ (გრილის კიდეებისკენ). დატოვეთ იქ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ამ მეთოდით თავიდან აიცილებთ გასკდომას და ცეცხლის გაჩენას. წვნიან სოსისს ხრაშუნა გარსი ექნება.

ამ მეთოდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც „როსტერი“, ასევე „ბერნერი“ და „ფრანკფურტერი“.

მეთოდი 3. მოხარშვა და შემდეგ შეწვა

nikora-sosisi-5-1684142706.jpg

თუკი სოსისს გრილზე შეწვამდე მოხარშავთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პროდუქტი იქნება წვნიანი, არ დაიწვება და ბოლომდე მომზადდება. ასევე, თავიდან აიცილებთ გარსის გამოშრობას. გრილზე დადეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, ჩაასხით წყალი და ლუდი (ნახევარ-ნახევარი წილი), ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და მდოგვის მარცვლები. როგორც კი წყალი შეთბება, ჩადეთ სოსისი და ხარშეთ 8 წთ. ყურადღებით იყავით, რომ წყალი არ ადუღდეს. შემდეგ ამოიღეთ სოსისები და გადაიტანეთ გრილზე. როგორც კი ყავისფერი გახდება და მადისაღმძვრელ ვიზუალს მიიღებს, მზადაა!

ამ მეთოდისთვის გამოიყენეთ „ბერნერი“ და ფრანკფურტერი“

ხახვი ზემოდან თუ ქვემოდან?

  • როდესაც ხახვს სოსისს ვაყრით, შედეგად ვიღებთ მოტკბო, კარამელიზებულ არომატს, რაც საოცრად უხდება სოსისს.

სოუსები

  • სასურველია პომიდვრის სოუსი თავად მოამზადოთ. თუ არ გაქვთ, მაღაზიაში ნაყიდი გამოიყენეთ. ასევე, მოუხდება ბარბექიუს სოუსი და დიჟონის მდოგვი.

ბონუს რჩევა: მაყალზე მომზადებისას, სოსისები სწორად ააცვით შამფურზე. ის უნდა გაუყაროთ მხოლოდ კიდეებში და სოსისს მისცეთ ნახევარმთვარის ფორმა.

თეა ინასარიძე