როგორ შევარჩიოთ ხორცი - Gemrielia.ge

როგორ შევარჩიოთ ხორცი

რაც უფრო ღია ფერისაა ხორცი და ქონი, მით უფრო ახალგაზრდა საქონლისაა.
ხბოს ხორცი ღია ვარდისფერია და მკვრივი, თეთრი ფერის თხელი ცხიმის ფენა დაჰყვება. ღია მოწითალო ფერი დაჰკრავს 2 წლამდე უშობელის ხორცსაც, ქონი კი მასაც თეთრი აქვს.

5 წლამდე საქონლის ხორცი წითელი ფერისაა და ღია ყვითელი ფერის ქონი აქვს.

ბებერი ძროხის ხორცი მუქი წითელია, ასევე მუქი ყვითელი ფერის ქონით.

კარგ ხორცს მოვარდისფრო მოწითალო გარსი აქვს, გაჭრის დროს კი გადანაჭერი ადგილი მკვრივი, ოდნავ ნოტიო და დრეკადი აქვს.
გადანაჭერთან სითხე გამჭვირვალე ან ალისფერია, ხოლო სუნი სუფთა, უსიამოვნო ნოტების გარეშე.

ახალ ხორცს თითით რომ დააწვეთ, ჩაღრმავება მალევე გასწორდება.

ყველაფრის მიუხედავად, შეუძლებელია 100%-ით იყოთ დარწმუნებული ხორცის პროდუქტების სანდოობაში. იმისათვის, რომ განადგურდეს ბაქტერიები და პარაზიტები, რომელიც თეორიულად შესაძლოა არსებობდეს ხორცში, აუცილებელია კარგად მოხარშოთ

როგორ ამოვიცნოთ გაყინული ხორცი?

ხარისხიან გაყინულ ხორცს და მის ქონს ისეთივე მახასიათებლები უნდა ჰქონდეს, როგორც ზემოთ აღწერილ ახალ ხორცს.

ხორცი, რომელიც გაადნეს და ხელახლა გაყინეს (რაც დაუშვებელია) მკვეთრ მუქ წითელ ფერს იძენს.ასეთ ხორცის ქონიც მოვარდისფრო ელფერისაა. ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რადგან შეუძლებელია იცოდეთ რამდენი ხანი და რა პირობებში იყო ხორცი ხელმეორე გაყინვამდე - თქვენ ხომ სუნსაც ვერ შეამოწმებთ.

ერთხელ განაყინი ხორცი გალღვობის შემდეგ მუქ ფერს იძენს, გასდის სითხე, მოშვებულია, დაკარგული აქვს სიმკვრივე და თითის დაჭერისას ფორმას არ იბრუნებს.