როცა სახლის დალაგებას ასე იწყებთ, ამით მტვერს უფრო ავრცელებთ - როგორ ვებრძოლოთ მტვერს ეფეტურად
ცნობილია, რომ მტვერი არ არის მხოლოდ ქსოვილის ბოჭკოების ნაწილაკები და კანის მკვდარი უჯრედები. ის შეიცავს ბევრ სხვადასხვა ნაერთს, რომელთაგან ბევრი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ისწავლეთ როგორ შეამციროთ მტვერი.
დაიწყეთ ზემოდან
თუ მტვერსასრუტით იატაკიდან დაიწყებთ, მაშინ, დიდი ალბათობით, თქვენ უფრო გაავრცელებთ მტვერს მთელ სახლში, ავეჯსა და კედლებზე. თვეში ერთხელ სპეციალური თავაკის გამოყენებით (პატარა გრძელი ჯაგრით), მტვერსასრუტით უნდა დაამუშაოთ ჭერის პლინტუსები, შემდეგ კი კედლები ზემოდან ქვემოდან.
შვიდი დღის პრინციპი
ყოველთვის გქონდეთ სახლში მიკროფიბრის ქსოვილი. ის ძალიან მოსახერხებელია კომოდების, მაგიდების და ჩარჩოების გასაწმენდად. ყოველდღიურად. კვირაში ერთხელ კი (თუ ალერგია გაქვთ, ორჯერ) ეს ნივთები, ხალიჩებთან ერთად მტვერსასრუტით გაწმინდეთ . უმჯობესია, მტვერსასრუტი აღჭურვილი იყოს ჰეპა ფილტრით, რათა მტვრის ნაწილაკები ისევ ბინაში არ გაიფანტოს. არ დაივიწყოთ ფარდები, ის აგროვებს უამრავ მტვერს, ასევე საწოლების, სავარძლებისა და დივნების ქვეშ ადგილები.
გამოიყენეთ ძალა
რბილი ავეჯიდან მტვრის ამოსაღებად ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და ძლიერად გადაუსვით დივნის ზედაპირს. ეს შექმნის სტატიკურ მუხტს, რომელიც ამოიღებს მტვერს, თმას და სხვა ნაწილაკებს შალითიდან. ამის შემდეგ, გადაატარეთ მტვერსასრუტი... გააგრძელეთ კითხვა