ორი შვილის დედის მიერ გაშენებული მწვანე "ეზო" მე-10 სართულის აივანზე - "ეს აივანი ჩემი სულიერი სამყაროს გამოხატულებაა..."
როცა ბუნება და გარემოზე ზრუნვა გიყვარს, შესაძლებელია გასაოცარი მწვანე "ეზო" თბილისის შუაგულში, მრავალსართულიანი სახლის მეათე სართულზეც მოაწყო. თამუნა ნასყიდაშვილმა ეს მართლაც შეძლო და სანამ მისი გემოვნებით მოწყობილ აივანზე ვისაუბრებდეთ, მანამდე თავად ქალბატონ თამუნას გაგაცნობთ. პროფესიით პიარტექნოლოგია, ამბობს, რომ პროფესია დიდი ხნის წინ აირჩია, როცა ეს სფერო ჩვენში ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, ვხვდებოდი, მომავლის პროფესია რომ იყოო. პროფესიის არჩევა კი იმან განსაზღვრა, რომ ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ამ დარგის სპეციალისტისთვის კი ეს უმთავრესი თვისებაა.
"ადრე გავთხოვდი, ორი შვილი შემეძინა. სამსახური არსად დამიწყია, მინდოდა შვილები თვითონ აღმეზარდა. თუმცა პარალელურად სულ ვახერხებდი სწავლა-განვითარებას, ათასგვარ ტრენინგს, კურსს გავდიოდი. მეუღლეც ძალიან მეხმარებოდა", - მოგვითხრობს რესპონდენტი.
- ბუნების უსაზღვრო სიყვარული ოჯახიდან მომყვებოდა. თუმცა ქართველებს ბუნების სიყვარული გენეტიკურ კოდში გვიდევს. ვაჟას შთამომავლები ვართ და გენიოსმა ჯერ როდის თქვა: "ჩვენ ბუნებაში ვართ - იგი ჩვენშია". უბრალოდ, არცთუ მარტივმა ყოველდღიურობამ, გადარჩენაზე ზრუნვამ ჩვენში ეს ყველაფერი ჩაახშო, მიგვავიწყდა, რაც ხელახლაა აღმოსაჩენი.
- ეს სიყვარულია, რამაც თქვენი აივანი შეგაქმნევინათ?
- ეს აივანი ჩემი სულიერი სამყაროს გამოხატულებაა... მოხარული ვიქნები, თუ ამ იდეას თუნდაც ჩემს კორპუსში ვინმე აიტაცებს. ერთმანეთს მივბაძოთ და ისეთ რაღაცებში შევეჯიბროთ, რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია. გამიხარდება, თუ პატარა წვლილს შევიტან აივნების განვითარების კულტურაში ამ მაგალითით, რომ ქალაქის ცენტრში, შუაგულ თბილისში, მეათე სართულზე "ეზო" მოვაწყვე.
- დიახ, გარემოზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ეს ჩვენი მოვალეობაცაა.
- ბიზნესში არის ასეთი სტრატეგია - სოციალური პასუხისმგებლობა, ჩათვალეთ, რომ ჩემი სოციალური პასუხისმგებლობა ჩემს აივანში ჩავდე. საზოგადოების წინაშე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა თითო-თითო ნაბიჯით უნდა ავიღოთ, ეს ქვეყანასაც წაადგება. ბუნების სიყვარულით, მასთან შეთავსებით, კეთილი მარცვალი საზოგადოებრივ საქმეში უნდა ჩავდოთ... გააგრძელეთ კითხვა