„ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... რამდენიმე თვე ჩემი საკვები შოკოლადი, თხილი და ყველი იყო“ - როგორ ინარჩუნებს ფორმას თამუნა ლეკვეიშვილი - Gemrielia.ge

„ფაქტობრივად, ვშიმშილობდი... რამდენიმე თვე ჩემი საკვები შოკოლადი, თხილი და ყველი იყო“ - როგორ ინარჩუნებს ფორმას თამუნა ლეკვეიშვილი

ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მუ­სი­კო­სი და იუ­მო­რის­ტი თა­მარ ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი მშვე­ნი­ერ ფორ­მა­შია. თით­ქოს გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვა­ლა. მკი­თხვე­ლებ­მაც გვთხო­ვეს მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვე­წე­რა. ამას­თან, თა­მუ­ნამ და მის­მა გუნ­დმა ცოტა ხნის წინ "მთავ­რი არხი" და­ტო­ვეს და სა­მუ­შა­ოდ"ტვ პირ­ველ­ზე“ გა­და­ვიდ­ნენ. რად­გა­ნაც კი­თხვე­ბიც და სა­სა­უბ­როც დაგ­როვ­და, და­ვუ­კავ­შირ­დით კი­დეც.

- თა­მუ­ნა, რაც ახალ არხზე გად­მოხ­ვე­დით, ეს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უა... რას გვე­ტყვი, შე­ე­წყეთ ახალ გუნდს?

- ამ არხზე რომ მო­ვე­დით, ჩვენ­თვის ოფი­სი არ არ­სე­ბობ­და, ახ­ლაც რე­მონ­ტის პრო­ცეს­შია ჩვე­ნი მხა­რე. რად­გან სა­მუ­შაო სივ­რცე არ გვქონ­და, ინგა გრი­გო­ლი­ამ დაგ­ვით­მო და და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვე ნი­უს­თან ერ­თად, ერთ სივ­რცე­ში ვმუ­შა­ობ­დით. მიგ­ვი­ღეს რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო დაგ­ვხვდა.

tamuna-lekveishvili2-1684396803.jpg

- ნოს­ტალ­გია ხომ არ გაქვთ წინა არ­ხის, სა­ი­და­ნაც წა­მოხ­ვე­დით? თუმ­ცა იმ­დენ­ჯერ გა­მოც­ვა­ლეთ უკვე სი­ტუ­ა­ცია, რომ...

- არა, უკვე გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბის იმუ­ნი­ტე­ტი გვაქვს. ბოლო წლებ­ში ასე გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ რე­ი­ტინგზე ეს არ აი­სა­ხე­ბა, ახ­ლაც შე­სა­შუ­რი რე­ი­ტინ­გია.

- ბოლო დროს თით­ქოს შენს გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ღაც ცვლი­ლე­ბაა, ამას "ვა­ნოს შო­უ­ში" მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ. არ გაგ­ვიმ­ხელ, ასე­თი ცვლი­ლე­ბა რისი ბრა­ლია?

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, და­ვი­კე­ლი 10 კილო. ეს ჩემი წი­ნან­დე­ლი წო­ნის, სი­მაღ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ცოტა არ არის. წო­ნის დაკ­ლე­ბამ სა­ხე­ზეც შემ­ცვა­ლა. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო - სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ა­ხალ­წლოდ მი­ნუს 10 კი­ლოგ­რა­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე და შე­ვას­რუ­ლე.

tamuna-lekveishvili3-1684396942.jpg

- რა­ი­მე ცნო­ბი­ლი დი­ე­ტაა?

- კონ­სულ­ტა­ცია არ­სად და არა­ვის­თან გა­მივ­ლია, დი­ე­ტა თვი­თონ გა­მო­ვი­გო­ნე. დი­ე­ტაც არ არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვშიმ­ში­ლობ­დი... შა­ბათ-კვი­რის გარ­და, ჩემი საკ­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყავა, შო­კო­ლა­დი, თხი­ლი და ყვე­ლი იყო. უქ­მე­ებ­ზე ასე თუ ისე სხვა საკ­ვებ­საც ვჭამ­დი, სახ­ლში ვარ, ბავ­შვებს საჭ­მელს მე ვუმ­ზა­დებ და ამ დროს მარ­ტო თხი­ლის ჭამა არ გა­მომ­დის... ამას­თან, ნო­ემ­ბერ­ში ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან ცოტა, სულ ერთი გრა­მი ფი­ლე­რი გა­მო­ვი­ყე­ნე ცხვი­რი­სა და ტუ­ჩის არე­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე გა­ი­ლია კი­დეც, მაგ­რამ ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა. ვნა­ხოთ, შე­იძ­ლე­ბა ამ მე­თოდს ისევ მივ­მარ­თო... გააგრძელეთ კითხვა