რა ასაკამდე იზრდება ადამიანი და რომელი პროდუქტები უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას - ექიმები ასახელებენ - Gemrielia.ge

რა ასაკამდე იზრდება ადამიანი და რომელი პროდუქტები უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას - ექიმები ასახელებენ

გადაცემაში "ექიმები" 9 ძირითადი პროდუქტი დაასახელეს, რომლებიც სიმაღლეში ზრდაში გვეხმარება და სასარგებლოა. ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ სიმაღლეში ზრდას ზოგიერთი ადამიანი 16 წლის ასაკში ასრულებს, ზოგი კი - 25 წლის ასაკში. კარდიოლოგმა ლევან ქარაზანიშვილმა კი განმარტა, რომ სიმაღლეში ზრდა 3 კომპონენტზეა დამოკიდებული. ესენია: ჰორმონალური ბალანსი, ჯანმრთელი ძვლები და საკვები.

ექიმების მიერ დასახელებული 9 პროდუქტი ასე გამოიყურება:

ლევან რატიანი: კვერცხი - შეიძლება იყოს როგორც მოხარშული, ისე შემწვარი. მის შემადგენლობაშო პროტეინი შედის, რაც თავისთავად კუნთოვანი სისტემის აქტივაციას იწვევს და მას ელასტიურობას ანიჭებს. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ.

ლევან ქარაზანაშვილი: საქონლის ხორცი - უფრო მეტ პროტეინს შეიცავს, ვიდრე სხვა, ნებისმიერი სახეობის ხორცი. მდიდარია E და B ვიტამინებით, თუთიით, განსაკუთრებით კი რკინით. რკინა ჩვენს უჯრედებს ჟანგბადით ამარაგებს და მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობისათვის აუცილებელია.

რეზო ომიაძე: ბოსტნეული - ბოსტნეული, განსაკუთრებით ყვითელი ბოსტნეული ზრდა-განვითარებაზე პოზიტიურად მოქმედებს. სტაფილო როგორც უმი სახით, ასევე წვენი დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს, რომელიც ზრდის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია. რაც შეეხება მწვანე ბოსტნეულს, ბროკოლი, კომბოსტო და ისპანახი K ვიტამინის მდიდარი წყარო გახლავთ.

ლევან რატიანი: ნიგოზი - ნიგოზი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, როგორიცაა E ვიტამინი, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. ასევე, შეიცავს ორგანულ ნაერთებს და დიდი რაოდენობით შედის ფოსფორი, რომელიც ძვლის ოსტეოგენეზში მონაწილეობს.

nigozi1.jpg

რეზო ომიაძე: თაფლი - თაფლი მარტივ შაქრებს შეიცავს, რაც ინსულინის დონეზე არ მოქმედებს. ამიტომ, ზრდა-განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა.

tafli.jpg

ლევან ქარაზანაშვილი: ზღვის პროდუქტები - იდეალურია ზრდის ხელშეწყობისთვის და ერთ-ერთი გამორჩეულად სასარგებლო ამ მხრივ მოლუსკებია. დიდი რაოდენობით შეიცავს B12 ვიტამინს და ზღვის პროდუქტები მაღალი ხარისხის პროტეინების მნიშვნელოვანი წყაროცაა. ასევე, ძალიან სასარგებლოა ცხიმიანი თევზიც, რომელიც A და D ვიტამინებს შეიცავს... გააგრძელეთ კითხვა