ჭამ და იკლებ - 10 საკვები, რომლებიც კალორიებს წვავს და დიეტის გარეშეც ამცირებს წონას - Gemrielia.ge

ჭამ და იკლებ - 10 საკვები, რომლებიც კალორიებს წვავს და დიეტის გარეშეც ამცირებს წონას

ეს 10 საკვები დაგეხმარებათ დაწვათ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე მათი ჭამისას მიიღეთ.ისინი აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას და დიდი ხნის განმავლობაში დანაყრების შეგრძნებას იწვევენ. შეგიძლიათ თავისუფლად მირთვათ ისინი და პარალელურად წონაში დაიკლოთ.

გრეიპფრუტი

greifruti1-1666162034.jpg

გრეიპფრუტი აჩქარებს მეტაბოლიზმს და გეხმარებათ მეტი კალორიის დაწვაში. ეს ხილი ძალიან დაბალკალორიულია და დიდი ხნით ანაყრებს. ზოგიერთი ცნობით, დღეში 1 გრეიპფრუტის მირთმევით, 14 დღეში 3-4 კგ-ს დაიკლებთ. რა თქმა უნდა, ამ დროს ფუნთუშებსა და ცხიმოვან საკვებს არ უნდა მიეძალოთ. გრეიპფრუტი მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას. ამ ხილის ჭამით დამატებითი ბონუსად ნერვული სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას მიიღებთ. გრეიპფრუტი ასევე ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით.

გრეიპფრუტის კალორია 100 გ-ში: 29 კკალ

როგორ გამოვიყენოთ

გრეიპფრუტი გემრიელია და პირდაპირ შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ თუ მწარედ მოგეჩვენებათ, დაამატეთ ის ხილის სალათს, ან სმუზი და და ფრეში მოამზადეთ ამ ხილის ბაზაზე.

ვისთვის არ შეიძლება?

წყლულოვანი დაავადების მქონე ადამიანებისთვის; ჰიპერტონიული პაციენტებისთვის, რომლებიც წნევის მარეგულირებენ წამლებს იღებენ. ქალებისთვის, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამენ და მათთვის, ვინც ჰორმონალურ მკურნალობას გადიან.

ნიახური

niaxuri.jpg

რა არის ნიახურის საიდუმლო? ის, რომ მისი ღეროების მონელება გაცილებით მეტ კალორიას წვავს, ვიდრე თავად შეიცავს. კიდევ ერთი არგუმენტი ნიახურის სასარგებლოდ არის ის, რომ მისი რეგულარული გამოყენება სხეულის უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს. ვინაიდან ნიახური ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალების ღირებული წყაროა, ის ნებისმიერი დაბალანსებული დიეტის შესანიშნავი დამატებაა. მაგრამ წონის სწრაფი დაკლებისთვის მხოლოდ ნიახურის ჭამა არ არის რეკომენდებული, რათა არ დაირღვეს ნივთიერებათა ცვლა.

ნიახურის კალორიული შემცველობა 100 გ-ზე: 29 კკალ

როგორ გამოვიყენოთ?

ნიახური ძირითადად წყლისგან შედგება, ამიტომ მისგან შესანიშნავი წვენები და სმუზი მზადდება. სასარგებლოა მისი დამატება სალათებში, ნიახური შეიძლება გამოაცხოთ ღუმელში და დაუმატოთ სადილებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ეფექტს ნედლი ნიახურისგან მიიღებთ.

ავოკადო

avokado-1683279110.jpg

ავოკადო წვავს კალორიებს. დიახ, ეს ხილი თავისთავად საკმაოდ კალორიული და ცხიმიანია, მაგრამ საიდუმლო იმაშია, რომ მასში შემავალი მონოუჯერი ცხიმები იმდენად ასტიმულირებს აჩქარებულ მეტაბოლიზმს, რომ ავოკადოს ცხიმების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ „დამწველად“ აქცევს. ავოკადოს რბილობი იმდენად დამაკმაყოფილებელია, რომ რამდენიმე ლუკმის შემდეგაც კი ხანგრძლივ დანაყრების შეგრძნებას ტოვებს. (იმ პირობით, რომ ნელა დაღეჭავთ).

ავოკადო უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის რისკს. ავოკადოსგან მიღებული სასარგებლო ცხიმები შესანიშნავია თმის ხარისხისთვის.

კალორიები 100 გ-ზე: 208 კკალ

როგორ გამოვიყენოთ?

ავოკადოს მიღებისთვის საუკეთესო დრო დილაა. საუზმედ ნახევარი საშუალო ზომის ავოკადო პომიდორთან და ზღვის მარილთან ერთად მიირთვით. არსებობს ავოკადოს სმუზის რეცეპტები, მათ შორის მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. თუ არ მოგწონთ ავოკადო სუფთა სახით, შეგიძლიათ ის ბოსტნეულის და ხილის სალათებშიც დაამატოთ. შეიძლება ავოკადოსა და ქათმის კომბინაცია სალათებში ან სენდვიჩებში მოგეწონოთ.

ვისთვის არ შეიძლება?

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების მქონე პირებისთვის მწვავე ფაზის დროს. ასევე, გახსოვდეთ, რომ ავოკადოს კურკა და ფოთლები ტოქსიკურია.

ბროკოლი

brokoli_92qxk4t.jpg

ბროკოლი კიდევ ერთი ბუნებრივი მეტაბოლური კატალიზატორია. ამავდროულად, მას აქვს დაბალი ენერგეტიკული სიმკვრივე, ანუ პროდუქტის მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიცავს საკმაოდ ცოტა კალორიას. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მიირთვათ ბევრი ბროკოლი და მიიღოთ ძალიან ცოტა კალორია. რადგან ეს მცენარეული საკვებია, ბოჭკოს დასაშლელად ენერგიის მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნება საჭირო. შედეგი: შეგიძლიათ კუჭი ბროკოლით „გაავსოთ“ და წონაში მაინც დაიკლოთ. ზოგიერთი ცნობით, ბროკოლზე დაფუძნებული დიეტით 10 დღეში 8 კგ-მდე დაკლება შეგიძლიათ. მართალია, იმ პირობით, რომ უარი თქვათ ფქვილზე, ტკბილსა და ცხიმიანზე. წონის დაკლება ღორის ხორცისა და ფუნთუშების ჭამით მხოლოდ სიზმარშია შესაძლებელი.

კალორიული შემცველობა 100 გ ნედლეულ პროდუქტზე: 28 კკალ

როგორ გამოვიყენოთ?

მიირთვით მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული ბროკოლი. როგორც გარნირი მოხარშული ან გამომცხვარ თევზთან, ქათმის მკერდთან. სტაფილოს, პომიდვრის და კიტრის კომბინაციაში - სალათის სახით. შეაზავეთ ზეითუნის ზეთით ან ლიმონის წვენით.

ბროკოლი ერთ-ერთია იმ საკვებიდან, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი უკუჩვენება არ აქვს... გააგრძელეთ კითხვა