რა ღირს წელს სატაცური და როგორია მოთხოვნა - „სატაცურის მიმართ ცნობიერება ძალიან გაიზარდა“ - Gemrielia.ge

რა ღირს წელს სატაცური და როგორია მოთხოვნა - „სატაცურის მიმართ ცნობიერება ძალიან გაიზარდა“

„გაზაფხული იყო ცვალებადი და არახელსაყრელი. შარშანდელთან შედარებით, წელს 50%-ით მეტი მოსავალი უნდა გვქონოდა, მაგრამ ამის გამო მხოლოდ 25-30%-ით მეტი მივიღეთ, რაც მხოლოდ ახალგაზრდა პლანტაციების გაჯანსაღებით და გაძლიერებით იყო გამოწვეული“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სატაცურის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელმა ჯაბა გოგოლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, წელს 1 კგ სატაცურის საბითუმო ფასი 9-10 ლარია, ხოლო სუპერმარკეტებში - 15-17 ლარი.

„ჩემი მოსავლით კმაყოფილი ვარ იმ კუთხით, რომ გაიზარდა თვითონ წარმოება. ახალგაზრდა პლანტაციები მაქვს და მისი პროდუქტიულობა ყოველწლიურად მზარდია ( 2 წლის განმავლობაში კიდევ მოიმატებს), თუმცა, საჰექტარო მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ზოგადად მოსავლის კუთხით, ცუდი მდგომარეობაა როგორც ჩემთან, ისე სხვა მწარმოებლებთან. იმიტომ, რომ გაზაფხული იყო ცვალებადი და ამ კუთხით არახელსაყრელი. შარშანდელთან შედარებით, წელს 50% -ით მეტი მოსავალი უნდა გვქონოდა, მაგრამ ამის გამო, მხოლოდ 25-30%-ით მეტი მივიღეთ, რაც მხოლოდ ახალგაზრდა პლანტაციების გაჯანსაღებით და გაძლიერებით იყო გამოწვეული.

ამ ეტაპზე პლანტაციები 6 ჰექტარზე გვაქვს, მაგრამ იკრიფება 4-4,5 ჰექტარი. ერთი ჰექტარი შარშან, ერთიც წელს გავაშენეთ და ჯერ კრეფაში არ არის“,- ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი... გააგრძელეთ კითხვა