მაღალი გადასახადები მავნე პროდუქციაზე - Gemrielia.ge

მაღალი გადასახადები მავნე პროდუქციაზე

საბოლოოდ, ამ სიაში მწარმოებელთა 5%-ით მეტი მოხვდა, აქედან ნახევარფაბრიკატების, შოკოლადის ბატონების, ჩიპსების მწარმოებლები 16%-ით მეტ გადასახადს გადაიხდიან, ხოლო ტკბილი სასმელების მწარმოებლები დამატებით 1 პესოს ყოველ ლიტრზე.

ახალი კანონპროექტი მიმართულია შაქრიანი დიაბეტისა და ჭარბწონიანობის წინააღმდეგ. ამ დაავადებების მსხვერპლთა რაოდენობა მექსიკაში ყოველწლიურად იზრდება. გაეროს მონაცემების მიხედვით, ჭარბწონიანობით ქვეყნის მოსახლეობის მესამედი იტანჯება და ამ სტატისტიკით მექსიკამ აშშ-საც გადაასწრო.
აღმოჩნდა, რომ მექსიკელებს განსაკუთრებით ტკბილი წყალი და სხვა ტკბილი სასმელები ჰყვარებიათ - 1 ადამიანი წელიწადში საშუალოდ 163 ლიტრ ასეთ სასმელს მიირთმევს. არაჯანსაღი საკვების ასეთი პოპულარობის გამო სახელმწიფო ვარაუდობს, რომ ბიუჯეტს დამატებით რამდენიმე მილიარდით შეავსებს.