„ეს არის ნამდვილი ვაშლის ძმარი, რომელსაც არ ურევია წვეთი წყალი და არც შაქარი აქვს“ - რეცეპტი მკითხველისგან
„გემრიელიას“ ჯგუფში ქეთევან სამხარაულმა ვაშლის ძმრის ძალიან კარგი და გამოცდილი რეცეპტი გაგვიზიარა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო, აქ ძალიან ბევრს გაინტერესებთ, თუ როგორ კეთდება ვაშლის ძმარი და რა დრო სჭირდება მის სრულ დაძმარებას.
ეს არის ნამდვილი ვაშლის ძმარი, რომელსაც არ ურევია წვეთი წყალი და არც შაქარი აქვს. ეს მოვამზადე შემოდგომას, ვაშლი რომ იკრიფება და აი, ახლა შეიძლება გამოყენება, აქამდე დაჭირდა დაძმარებას, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაწმენდილა.
აქვე მივუთითებ რეცეპტს:
ვაშლი გარეცხეთ და გაატარეთ წვენსაწურში, მოათავსეთ ქილაში. სულ არ გაავსოთ, რადგან ადუღდება და გადმოვა. დაიდუღებს და რომ დაიწმინდება, გადაიღეთ ის სუფთა წვენი სხვა მინის ჭურჭელში დადგით და დაძმარდება (თუ ძმრის დედაც გაქვთ, დაამატეთ, თუ არადა მაინც დაძმარდება).
შემოდგომას გამოწურული წვენი ახლა დაძმარდა. ასე იცის ნამდვილმა ვაშლის ძმარმა, წყალ- და შაქარგარეული ერთ თვეში ძმარდება, მაგრამ მე ის ძმრად არ მიმაჩნია.“