„ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი 30-35 სანტიმეტრიან კონებს აკეთებს“ - რა უნდა გაითვალისწინოთ სატაცურის შეძენისას
ბოლო წლების სატაცური სულ უფრო პოპულარული ხდება. პროდუქტის შესახებ ცნობიერების ამაღლების პარალელურად, მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ ადგილობრივი წარმოება მიწოდებით ვერ აკმაყოფილებს.
„რკ ოზაანი“, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში სატაცურს 2015 წელიდან აწარმოებს, თუმცა, ექსპორტზე ამ დრომდე არ გასულა, მიზეზი კი, სწორედ ადგილობრივი ბაზრის თვითუზრუნველყოფის დაბალი მაჩვენებელია.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს, ჯერ კიდევ არ აქვს ინფორამცია, თუ როგორ უნდა შეარჩიოს ხარისხიანი სატაცური.
ჯაბა გოგოლაშვილის თქმით, არიან არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც პროდუქტს გრძელი ღერებით ყიდიან, რაც გამოუსადეგარია.
„ბევრი მწარმოებელი უხარისხო პროდუქციას აწვდის, რაც მოსახლეობამ არ იცის. სატაცურის მსოფლიოში აღიარებული სტანდარი არის 22-27 სანტიმეტრი, თუმცა, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი 30-35 სანტიმეტრიან კონებს აკეთებს. კი, შეიძლება ასეთ პროდუქტში მომხმარებელი იაფს იხდის, მაგრამ ის უხეში ღერები არის გამოუსადეგარი და მოსაჭრელი, შესაბამისად, სინამდვილეში, ხარჯი ბევრად მეტი გამოდის“, - ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.
წყარო: BPN.GE