როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის" ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის! - Gemrielia.ge

როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის" ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!

სიცივეების დასწყებასთან ერთად ყველანი ვიწყებთ ზაფხულში საგულდაგულოდ შენახული თბილი ტანსაცმლის გამოღებას ან ახლის შეძენას. ბევრი ჩვენგანი სიცივეში ე.წ. "დუტის" ქურთუკებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ეს ნამდვილად ძალიან თბილი, მოხერხებული და პრაქტიკული სამოსია.

ბევრმა ალბათ იცის, რომ სეზონის დასაწყისში, ჩაცმამდე, ისევე, როგორც სეზონის დასასრულს, აუცილებელია "დუტის" გარეცხვა და განიავება. ამის გაკეთება სარეცხ მანქანაშიც შეიძლება, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ამიტომ, იმისათვის, რომ ჩვენი ქურთუკი არ დაზიანდეს და ეფექტურადაც გაირეცხოს, აუცილებელია ვიცოდეთ სარეცხ მანქანაში "დუტის" რეცხვის რამდენიმე წესი.

1. გარეცხვამდე შეკარით ელვა-შესაკრავი და ღილები. მოხსენით ბეწვის ელემენტები. გადააბრუნეთ ქურთუკი შიდა მხარეს.

dutis-qurtuki1-1684836234.jpg

2. სარეცხ მანქანაში მოათავსეთ მხოლოდ ერთი ქურთუკი და არაფერი სხვა.

dutis-qurtuki2-1684836249.jpg

3. გამოიყენეთ მხოლოდ დელიკატური რეცხვისთვის განკუთვნილი თხევადი სარეცხი საშუალება. ნუ გამოიყენებთ ფხვნილს!..

dutis-qurtuki3-1684836270.jpg

წაიკითხეთ სრულად