როგორ ავარჩიოთ ალუბალი სწორად
ყველასთვის საყვარელი ალუბალი მდიდარია A და C ვიტამინებით. ხილისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად აუცილებელია, რომ ალუბალი იყოს მწიფე და ჭიების გარეშე.
ალუბალში ჭიების არსებობის აღმოჩენა არც თუ ისე მარტივია, ამიტომ ხილის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს 4 რჩევა:
- შეიძინეთ ისეთი ალუბალი, რომელსაც გარედან, კანზე არ ექნება ნაკაწრები;
- თუ ხილი ბზინავს ეს ნიშნავს, რომ ალუბალი დიდი ხნის წინ იყო მოწყვეტილი და მწიფეა და ეს კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის;
- ალუბლის ნაყოფი არ უნდა იყოს რბილი, რადგან ეს მიუთითებს, რომ ხილი მალე გაფუჭდება;
- ალუბალი შეიძინეთ მხოლოდ ყუნწთან ერთად. ყუნწი უნდა იყოს მწვანე და ელასტიური, არ უნდა იყოს მშრალი. თუ ხილს ყუნწი არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბაქტერია ადვილად მოხვდება ალუბალში.