როგორ ავარჩიოთ ალუბალი სწორად - Gemrielia.ge

როგორ ავარჩიოთ ალუბალი სწორად

ყველასთვის საყვარელი ალუბალი მდიდარია A და C ვიტამინებით. ხილისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად აუცილებელია, რომ ალუბალი იყოს მწიფე და ჭიების გარეშე.

ალუბალში ჭიების არსებობის აღმოჩენა არც თუ ისე მარტივია, ამიტომ ხილის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს 4 რჩევა:

  • შეიძინეთ ისეთი ალუბალი, რომელსაც გარედან, კანზე არ ექნება ნაკაწრები;
  • თუ ხილი ბზინავს ეს ნიშნავს, რომ ალუბალი დიდი ხნის წინ იყო მოწყვეტილი და მწიფეა და ეს კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის;
  • ალუბლის ნაყოფი არ უნდა იყოს რბილი, რადგან ეს მიუთითებს, რომ ხილი მალე გაფუჭდება;
  • ალუბალი შეიძინეთ მხოლოდ ყუნწთან ერთად. ყუნწი უნდა იყოს მწვანე და ელასტიური, არ უნდა იყოს მშრალი. თუ ხილს ყუნწი არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბაქტერია ადვილად მოხვდება ალუბალში.