ქართული ალუბლის ფასები დასტაბილურდა - რა ღირს 1 კილო ალუბალი ქართულ ბაზარზე?
ქართული ალუბალი ბაზარზე ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში გამოჩნდა, თუმცა საკმაოდ ძვირი - 1 კილოგრამი 20 ლარი ღირდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ხილის ღირებულება 15 ლარი იყო. როგორც East Fruit-ის მონიტორინგის სამსახურმა დაადგინა, ადრეულ მოსავალზე ნეგატიური გავლენა ნოტიო ამინდმა განაპირობა.
რაც შეეხება ბოლო ინფორმაციას, 1 კილოგრამი ქართული ალუბალი 4-8 ლარი ღირს, მითუმეტეს, რომ ალუბლის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში, შიდა ქართლში მოსავალი ჯერ არ აღებულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ალუბალი კიდევ გაიაფდება.
ცნობისათვის, ალუბალი არის ერთ-ერთი სამი ყველაზე კულტივირებული კურკოვანი ხილიდან სახელმწიფო პროგრამის „დარგე მომავალი“ ბენეფიციართა შორის. 2015-2022 წლებში პროგრამის ფარგლებში 176 ჰექტარი ახალი ალუბლის ბაღები...განაგრძეთ კითხვა