5 პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში ნაკლებად სასარგებლოა - Gemrielia.ge

5 პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში ნაკლებად სასარგებლოა

პროდუქტებსა და მათ სასარგებლო თვისებებზე უამრავ ტყუილ-მართალს შეიტყობთ. ამჯერად იმ 5 საკვების შესახებ გესაუბრებით, რომლებიც სასარგებლო პროდუქტების სახელით არის ცნობილი, თუმცა სინამდვილეში არც ისე სასარგებლოა.

ხილის წვენი

xilis-cvenebi1-1686305915.jpg

ითვლება, რომ ხილის წვენები, განსაკუთრებით ახალგამოწურული, ვიტამინების ნამდვილი საბადოა. ნაწილობრივ ასეცაა, თუმცა მას ერთი სერიოზული ნაკლი აქვს - მასში არ შედის მცენარეული ბოჭკო, უჯრედისი, სამაგიეროდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზას. ამ მიზეზით, წვენის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე მკვეთრად იზრდება. ისე გამოდის, რომ 500 მლ-ზე მეტი ხილის წვენის მიღებისას ორგანიზმი 50 გრამ შაქარს იღებს. ეს შაქრის დღიური ნორმაა. ბევრად სასარგებლოა ხილის ნატურალური სახით მიღება. თუ მაინც გვსურს რაიმე ხილის სასმლის მიღება, ჯობს სმუზი მოვამზადოთ და ამ ფორმით მივიღოთ. დაფასოებულ ხილის წვენებზე ლაპარაკიც ზედმეტია, მათგან ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებთ.

მიუსლი და სწრაფი მომზადების ფაფები

musli2-1686305964.jpg

დიეტურ კვებაში ხშირად გვთავაზობენ შვრიის ფაფას. ბევრგან მოხსენიებულია მიუსლიც. ზოგადად, მარცვლეული ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ ნატურალური სახით. მიუსლიც და სწრაფად მოსამზადებელი ფაფებიც თერმულად დამუშავებულია, ამიტომ დაკარგული აქვს სასარგებლო თვისებები. ხშირად ეს პროდუქტები შეიცავს შაქარს, არომატიზატორებს, საღებავებს, რაც მის სასარგებლო თვისებებს კიდევ უფრო ამცირებს. თუ გსურთ, რომ ამ პროდუქტისგან სარგებელი მიიღოთ, შეიძინეთ დაუმუშავებელი ბურღულეული და მარცვლეული, ყოველგვარი დანამატების გარეშე. მიუსლის მომზადება შინაც შეგიძლიათ ნატურალური ჩირების დამატებით, სადაც თავად დაარეგულირებთ შაქრის შემცველობას და მაღალი ხარისხის ნატურალურ ჩირებს გამოიყენებთ.

მარცვლეულის ბატონები

batonebi1-1686306048.jpg

ეს პროდუქტი ასევე მარცვლეულისგან მზადდება. ერთი პერიოდი მათ აფთიაქშიც კი შეხვდებოდით. ეს ტკბილი და ყუათიანი საუზმე ერთი შეხედვით სასარგებლო ინგრედიენტებს შეიცავს, თუმცა, მიუსლის მსგავსად, შეიცავს დანამატებს. მის შემადგენლობაში შედის ფქვილი, შაქარი, დაბალი ხარისხის მცენარეული ცხიმები. შაქრის ნაცვლად ზოგჯერ მის შემადგენლობაში შედის სიმინდის სიროფი. ყველაფერს ჯობია, ისევ და ისევ ნატურალური მარცვლეული მიიღოთ, თუ არა, კარგად დააკვირდით ინსტრუქციას - მასში აუცილებლად ცეხვილი მარცვლეული უნდა შედიოდეს, ნატურალური თხილეული და ხილი. დასაშვებია შაქრის უმნიშვნელო შემცველობაც.

სასმელი იოგურტი

iogurti-1686306132.jpg

რძემჟავა პროდუქტები ძალიან სასარგებლოა - ეს ყველასთვის ცნობილია. ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელიცაა მისი მიღება, თუმცა სასმელი იოგურტი საუკეთესო არჩევანი ვერ იქნება, რადგან მასში შედის დანამატები, შაქარი და ზოგჯერ - კონსერვანტებიც. ჯობს, უპირატესობა ნატურალურ მაწონს, იოგურტს და კეფირს მიანიჭოთ. მაწვნით, ხილით და თაფლით შინაც შეგიძლიათ ბევრად გემრიელი სასმლის დამზადება.

დაცეხვილი მარცვლეულის ფხვიერი ნამცხვარი

orcxobila-1686306208.jpeg

ეს პროდუქტი მართლაც სასარგებლოა თუ მაღალი ხარისხისაა. როგორც წესი, ამგვარი ხრაშუნების შემადგენლობაში ხორბლის ფქვილი და შაქარი შედის და ხშირად, სწორედ ეს პროდუქტები განსაზღვრავს მის ძირითად მასას. მაშინაც კი, თუ პროდუქტს აწერია, რომ უშაქროა, კარგად წაიკითხეთ შემცველობა, შესაძლოა იქ ეწეროს სიმინდის სიროფი ან სხვა სინთეტური დამატკბობელი საშუალება.თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, აქცენტი ხილ-ბოსტნეულზე, ნატურალურ მარცვლეულზე გააკეთეთ და თუ ძალიან გიყვართ, შეიძინეთ პროდუქტი ხარისხის გარანტიით.