როგორ გახდე FOOD ბლოგერი - რჩევები დამწყებთათვის
კვების ბლოგერი არის მოწოდება, რომელიც აერთიანებს წერისა და სამზარეულოს სიყვარულს. ეს ჰობი განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა. FOOD ბლოგერობით შესაძლებელია შემოიკრიბოთ დაინტერესებული აუდიტორია თქვენს გარშემო, მოიპოვოთ მათი ნდობა და გაიჩინოთ შემოსავლის ახალი წყარო. „ნიკორა“ წარმოგიდგენთ ბლოგს ამ აქტუალურ თემაზე, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული FOOD ბლოგერი, დაიწყოთ კონტენტის წარმოება და მოიზიდოთ ახალი მკითხველები.
რჩევა პირველი - მოიფიქრეთ ორიგინალური სახელი
ეს ნაბიჯი შეიძლება ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ბლოგისთვის სახელის მოფიქრება რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ჟღერადი და მარტივად დასამახსოვრებელი სახელი თქვენი პირადი ბრენდის ნაწილი გახდება და დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ თქვენი კონკურენტებისგან. გამოცდილი კვების ბლოგერები ირჩევენ სახელებს, რომლებიც გარკვეულწილად ასახავს მათი პოსტების თემას. მაგალითად, ვეგეტარიანული ბლოგი „მწვანე სამზარეულოს ისტორია“ , „ბიუჯეტური კერძები“ და სხვ.
რჩევა მეორე - აირჩიეთ პლატფორმა
ბლოგის ეფექტურად და შეუფერხებლად გასაშვებად, დაგჭირდებათ ვებსაიტის შექმნის პლატფორმა, ასევე კარგი ჰოსტინგი. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ დიზაინერის უნარები უმეტეს პლატფორმებზე მუშაობისთვის. მაგალითად, Wix-ს გააჩნია მოსახერხებელი ვიზუალური რედაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ დაამატოთ შინაარსი და შეცვალოთ გრაფიკული ელემენტები მარტივად. იგივენაირად შეგიძლიათ გახსნათ ბლოგი Wordpress.com-ზე, blogpost.com-სა და სხვა უფასო პლატფორმებზე. თქვენი ბლოგის დომენი სასურველია იყოს თქვენი ბლოგის სახელი, რომ google search-ით მარტივად იპოვოს მკითხველმა.
რჩევა მესამე - შექმენით საინტერესო კონტენტი
ბლოგის ლამაზი დიზაინი დაგეხმარებათ მკითხველის ყურადღების მიპყრობაში - მაგრამ მხოლოდ მაღალი ხარისხის და სასარგებლო შინაარსის საშუალებით შეძლებთ იყოლიოთ ერთგული აუდიტორია.
აი, რა დაგეხმარებათ შეავსოთ ბლოგი საინტერესო და დასამახსოვრებელი კონტენტით:
- შეადგინეთ შინაარსის გეგმა. გადაწყვიტეთ ძირითადი მიზნები: მაგალითად, ტრაფიკის მოზიდვა ან თქვენი ბლოგის მონეტიზაცია. განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია და დეტალურად აღწერეთ რა თემები იქნება ყველაზე საინტერესო თქვენი პოტენციური მკითხველისთვის. ეს ინფორმაცია დაეხმარება ბლოგის შევსებას შესაბამისი რეცეპტებითა და სტატიებით, რომლებიც მოიტანს მომხმარებელთა სტაბილურ ნაკადს.
- შექმენით გამოქვეყნების განრიგი. ეს ხელს შეუწყობს სტატიების დროულად გამოქვეყნებას და დატვირთვის თანაბრად განაწილებას. გარდა ამისა, მკითხველებს უფრო მეტად სურთ წაიკითხონ კვების ბლოგი, რომელიც რეგულარულად განახლდება.
- იყავით ორიგინალური. ნათელი სათაურები და დამაინტრიგებელი აღწერილობები იპყრობს მკითხველთა ყურადღებას და ზრდის ჩართულობას. ეცადეთ განვითარდეთ და გაიღრმაოთ ცოდნა ამ მიმართულებით.
რჩევა მეოთხე - იფიქრეთ პრომოციაზე
მრავალი თვალსაზრისით, კვების ბლოგერის წარმატება დამოკიდებულია მნახველების რაოდენობაზე. ზოგიერთი მათგანი თავად გიპოვით - თუმცა, ხელშესახები ზრდისთვის, საჭიროა თქვენი ბლოგის პოპულარიზაცია სხვადასხვა გზით.
მაგალითად:
- სოციალური ქსელები. გამოაქვეყნეთ ახალი სტატიები Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, ჩაატარეთ კონკურსები და გამოაქვეყნეთ ექსკლუზიური შინაარსი, როგორიცაა ნაბიჯ-ნაბიჯ ვიდეო რეცეპტები.
- იმეილ მარკეტინგი. ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი შესანიშნავი გზაა ლოიალური მკითხველების შესანარჩუნებლად და ახლის მოსაზიდად. გაგზავნეთ ყოველკვირეული ელ. წერილი რეცეპტებისა და სტატიების თემატური კოლექციებით. ელფოსტის გაგზავნა შეგიძლიათ მხოლოდ იმ მკითხველებთან, რომლებმაც გამოიწერეს თქვენი ბლოგი. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ დაამატოთ ბლოგზე გამოწერის ფორმა.
- ქსელი. სხვა კვების ბლოგერებთან თანამშრომლობა და თქვენს ბლოგზე სტუმარი მწერლების მოწვევა კიდევ ერთი კარგი გზაა თქვენი საიტის ხილვადობის გაზრდისთვის.
რჩევა მეხუთე - გადაიღეთ ხარისხიანი ფოტოები
FOOD ბლოგერისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ხარისხიანი ფოტო-მასალაა, რომელიც უნდა დაერთოს სტატიებს. დაამატეთ მაღალი ხარისხის სურათები. კარგი გამოსახულებები მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ფუდ ბლოგერისთვის.
არავინ წაიკითხავს ყველაზე წარმოუდგენელი კერძის რეცეპტს, თუ მას ტელეფონიდან ბუნდოვანი და მუქი ფოტოები ახლავს. გამოსახულება უნდა იყოს „მადის აღმძვრელი“ – ასე რომ, თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ კარგი ოპტიკა და სტუდიური განათება თქვენი კერძების ფოტოებისთვის. სასურველია გქონდეთ ხარისხიანი კამერა, ან სმარტფონი, რომელსაც ექნება მაღალი რეზოლუციის კამერა. და ბოლოს, თქვენ ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რადგან შედეგი და მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ უნდა იყოთ გულწრფელი. პირველ რიგში - საკუთარ თავთან. და რა თქმა უნდა, დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას.
გისურვებთ წარმატებებს!