საზაფხულო სალათი ლომონითა და „გრანა პადანოს“ ყველით - კულინარიული შეჯიბრის #CHEF-მკურნალის გამარჯვებულებისგან
გთავაზობთ უგემრიელესი საზაფხულო სალათის რეცეპტს, რომელიც კულინარიული შეჯიბრის CHEF-მკურნალის მონაწილეებმა მოამზადეს. ღონისძიება ჟურნალ „მკურნალისა“ და „გემრიელიას“, ასევე ვებგვერდების www.mkurnali.ge-სა და www.gemrielia.ge-ს ორგანიზებით სასტუმრო „მუზეუმში“ ჩატარდა.
რომანოს სალათის ფოთოლი + ავოკადო + ლიმონი + Galbani-ს იტალიური ყველი „გრანა პადანო“ = სრულყოფილებას!
ამ სუბუქი და საოცრად არომატული სალათის მომზადება ძალიან მარტივია!
ინგრედიენტები 4 პორციისთვის:
- რომანოს სალათის ფოთლები
- 1 დიდი ავოკადო (კუბებად დაჭრილი)
- 2 დიდი ლიმონი (წვენი+ცედრა)
- 1 ჭიქა თხლად დათლილი Galbani-ს ყველი „გრანა პადანო“
- 1 ჩაის კოვზი წითელი ჩილის ფანტელები/დაღერღილი წითელი წიწაკა;
- ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი „ექსტრა ვირჯინი“;
- მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
- რომანოს სალათი გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, შემდეგ დაჭერით დაახლოებით 3 სმ-იან კვადრატებად.
- გადაიტანეთ სალათის დაჭრილი ფოთლები ღრმა თასში, დაუმატეთ დაჭრილი ავოკადო და მოასხით ახალგამოწურული ლიმონის წვენი.
- დაუმატეთ ახალი ლიმონის ცედრა, თხელ სლაისებად დაჭრილი ყველი „გრანა პადანო“ და ზეითუნის ზეთი.
- შეაზავეთ მარილით და პილპილით, თქვენი გემოვნებით.
უგემრიელესი სალათი იტალიური გემოებით - მზადაა!
გემრიელად მიირთვით!