მილდიანის წარმატება ვაინექსპოზე - Gemrielia.ge

მილდიანის წარმატება ვაინექსპოზე

2-4 ივნისს ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, WINEXPO 2023-ის ფარგლებში გაიმართა ღვინის მე-13 საერთაშორისო კონკურსი, სადაც ჟიურის წევრები მოწვეულნი იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ა.შ. კონკურსზე წარდგენილი 300-მდე ღვინის ნიმუშიდან სულ 9 ოქროს მედალი და 3 ტროფი გაიცა.

2-1686742268.jpg

საოჯახო მეღვინეობა მილდიანს 8 ღვინო ჰქონდა წარდგენილი და რვავე მათგანი მედლებით დაჯილდოვდა. მათ შორის სამ ღვინოს ოქრო, ხოლო ორ ღვინოს უმაღლესი ჯილდო - ტროფი გადაეცა.

გაგაცნობთ საოჯახო მეღვინეობა მილდიანის გამარჯვებულ ღვინოებს:

ოქრო და ტროფი - ხიხვი ქვევრი 2018

ოქრო და ტროფი - საფერავი რეზერვი 2013

ოქრო - ქისი ქვევრი 2015

ვერცხლი - მუკუზანი რეზერვი 2018

ვერცხლი - რქაწითელი ქვევრი რეზერვი 2018

ვერცხლი - წინანდალი რეზერვი 2018

ბრინჯაო - ხაშმის საფერავი პრემიუმი 2019

ბრინჯაო - ტვიში პრემიუმი 2021

3-1686742291.jpg

საოჯახო მეღვინეობა მილდიანი 1991 წელს დაარსდა. მის სათავეში დღემდე ერთი ოჯახი დგას და მეღვინეობაც სწორედ მათი გვარის - მილდიანის სახელს ატარებს.

მეღვინეობა და საწარმო კახეთში, სოფელ წინანდალში მდებარეობს. აქ ღვინით დაინტერესებული ტურისტების მიღება, ღვინის დაგემოვნება, მეღვინეობის დათვალიერება და პროდუქციის შეძენაც არის შესაძლებელი.

თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ მაღაზია (www.mildiani.ge) ფუნქციონირებს, თუმცა ძალიან მალე საფირმო მაღაზიის გახსნასაც ვგეგმავთ, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი პროდუქციის მრავალფეროვანი (100-მდე დასახელების) ასორტიმენტი.

R