რუსული მზესუმზირის ზეთი იაფდება - დაიკლებს თუ არა პროდუქტის ფასი საქართველოში? - Gemrielia.ge

რუსული მზესუმზირის ზეთი იაფდება - დაიკლებს თუ არა პროდუქტის ფასი საქართველოში?

რუსეთში მზესუმზირის ზეთი იაფდება. ივნისის დასაწყისისთვის პროდუქტის საშუალო ფასი მსოფლიო ბაზარზე ტონაზე 740 დოლარამდე დაეცა და 2020 წლის მაისის დონეს მიუახლოვდა. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფასები, შესაძლოა, საქართველოშიც შემცირდეს.

წლებია, საქართველო რუსულ მზესუმზირის ზეთზეა დამოკიდებული. 2023 წელს ბაზარზე მისი წილი თითქმის 87%-ს აღწევს. სწორედ ამიტომ, რუსეთში პროდუქციის გაიაფება საქართველოში ადგილობრივ ბაზარზეც აისახება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, რომ ქვეყნისთვის უმსხვილესი იმპორტიორიდან, რუსეთიდან შემოტანილი მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ღირებულება მართლაც იკლებს. კერძოდ, წლევანდელ 4 თვეში რუსეთიდან შემოტანილი 1 ტონა მზესუმზირას ზეთის ღირებულება 348 დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის 4 თვეში ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთიდან 8,872 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოიტანეს, რაშიც 10.9 მილიონი აშშ დოლარი გადახადეს. გამოდის, რომ 1 ტონის ღირებულება 1,233 დოლარი იყო.

გასული წლის 4 თვეში კი იმპორტმა 2,504 ტონა და 3.96 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 1 ტონა მზესუმზირის ზეთის ღირებულება 1,581 აშშ დოლარი იყო.

ცნობისთვის, ზეთის საერთაშორისო ფასმა პიკს - ტონაზე 2,350 აშშ დოლარს - 2022 წლის მარტში მიაღწია, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მიწოდების შეფერხების საფრთხე გააჩინა... განაგრძეთ კითხვა