"ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს..." - დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში - Gemrielia.ge

"ეს არის გარემო, სადაც არავინ გმტრობს, არ გერჩის, არ გატყუებს..." - დედა სიდონიას შექმნილი წალკოტი წინანდალში, მშობლების დანატოვარ კარ-მიდამოში

ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვი­ტა სო­ფელ წი­ნან­დალ­ში მა­მი­სე­უ­ლი სახლ-კა­რის­თვის მი­ე­ხე­და და იქა­უ­რო­ბის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ე­ბე­რა. დღეს იქ ნამ­დვი­ლი წალ­კო­ტია, რა­საც დედა სი­დო­ნი­ამ და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად მი­აღ­წია.

"აქ პე­რი­ო­დუ­ლად ვარ ხოლ­მე, სწო­რედ ამ დროს მი­წევს ამ ბა­ღის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბაც. ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში და მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­დო­დი, მა­გა­ლი­თად, ლო­ბიო დავ­თე­სე, რომ დავ­ბრუნ­დი, გაზ­რდი­ლი დამ­ხვდა. მერე გავ­მარ­გლე, გავ­თოხ­ნე და ისევ წას­ვლა მო­მი­წია. ასე­თი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებ, რომ აქა­უ­რო­ბას ვუ­პატ­რო­ნო. ასე რომ, ვთოხ­ნი, ვმარ­გლავ, სა­სუ­ქი შე­მაქვს, ვსხლავ და ვთი­ბავ“, - გვე­უბ­ნე­ბა დედა სი­დო­ნია, რო­მელ­საც ახლა ambebi.ge სრუ­ლი­ად სხვა რა­კურ­სით გა­გაც­ნობთ. ის თა­ვის სა­მე­ურ­ნეო გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და გა­ე­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვი­ამ­ბობს.

sidonia-1686728790.png

- აქ მამა ცხოვ­რობ­და. ის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი იყო... აქ არის მისი დარ­გუ­ლი ხე­ე­ბი. დე­დას,მა­გა­ლი­თად, ლეღ­ვის ხე უყ­ვარ­და და იმ ხეს­თან რომ გა­ვივ­ლი, - ასე­თი სუ­რა­თი იღ­ვი­ძებს - მზი­ა­ნი დღეა, დედა ბედ­ნი­ე­რი სა­ხით დგას და კრეფს ლეღვს... ამ მო­გო­ნე­ბე­ბით კი არ ვცხოვ­რობ, უბ­რა­ლოდ, ამ ბაღს კარ­გი ამ­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა... გვაქვს თხი­ლის პლან­ტა­ცია. იმ­დე­ნი კი არ არის, რომ გა­ყი­დო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ბევ­რია. თხი­ლის ბუჩ­ქე­ბის­გან ცო­ცხა­ლი ღო­ბეა შექ­მნი­ლი... პან­დე­მი­ი­სას აქ რომ შე­მო­ვე­დი, ეზო დიდი ხნის მი­ტო­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ჩემი და აქე­დან 6 წლის წა­სუ­ლი იყო. გა­და­ბუ­რუ­ლი დამ­ხვდა მთე­ლი ფარ­თო­ბი. ჰოდა, თავი რომ დავ­ხა­რე და მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქი, ჯე­რაც არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. ძველ სახ­ლსაც რა­ღაც­ნა­ი­რი მი­ტო­ვე­ბუ­ლი იერი ჰქონ­და. ბერ­ძნულ ფე­რებ­ში შევ­ღე­ბე - თეთ­რი კე­დე­ლი და ცის­ფე­რი და­რა­ბე­ბია. სახლ-კარი "გა­ვა­ღი­მე" და გა­მო­ვა­ცო­ცხლე.

bagi-1686728848.jpg

მე აქა­უ­რო­ბა არ მი­მი­ტო­ვე­ბია... სა­ერ­თოდ ბავ­შვო­ბა­ში აქ არ მი­ცხოვ­რია, დე­ი­და მზრდი­და, ზა­ფხულ­ში მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე. ისე, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მი­ცხოვ­რია თუ არა, ეს ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლია... მერე მშობ­ლე­ბი რომ გე­ნატ­რე­ბა, ის ად­გი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გეძ­ვირ­ფა­სე­ბა, სა­დაც ისი­ნი და­დი­ოდ­ნენ.

- მოკ­ლედ, მი­ტო­ვე­ბულ გა­რე­მოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ბე­რეთ.

- სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის შეც­ვლაც კი მე და ჩემს დის­შვილს მოგ­ვი­წია... თა­ვის დრო­ზე სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვე­დი, 9 წელი იქ ვი­ყა­ვი... მერე კი გა­მო­ვი­და, რომ აქ ღმერ­თმა და­მაბ­რუ­ნა... მამა ისე­თი მად­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, ეტყო­ბა, იქი­დან ლო­ცუ­ლობ­და და ღმერ­თმა მისი ლოც­ვა შე­ის­მი­ნა...

bagi1-1686728882.jpg

ზოგს ალ­ბათ ჰგო­ნია, აქ იმი­ტომ ვარ და ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ მო­ნას­ტერ­მა არ მი­მი­ღო... ჯერ ერთი მა­ნამ­დეც კე­თილ­მო­წე­სე გახ­ლდით, მო­ნას­ტრის მდი­ვა­ნი... ახლა წა­სუ­ლი რომ ვი­ყა­ვი, ჩემი და­ტო­ვე­ბა უნ­დო­დათ... იუ­რი­დი­უ­ლად ნორ­ვე­გი­ას ვე­კუთ­ვნით... სა­ბერ­ძნეთ­ში ვინც ვი­ყა­ვით, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ნა­წილ­დნენ... ამე­რი­კა­შიც გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი და ცნო­ბი­ლი მო­ნას­ტე­რი. მო­ძღვარ­მა მი­თხრა, - იქაც გე­ლო­დე­ბი­ა­ნო, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ო­დი ბევ­რი რა­მის გა­და­სა­ფა­სებ­ლად, მიკ­როკ­ლი­მა­ტი მჭირ­დე­ბო­და... სულ აქ ვერ ვიქ­ნე­ბი, ნელ-ნელა გა­და­მიყ­ვა­ნენ იქით. უბ­რა­ლოდ რა­ღაც პე­რი­ო­დი ასე­თი მი­სია მაქვს, რომ აქ უნდა ვიყო... თან, პან­დე­მი­ის შემ­დეგ შევ­რჩი... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს ბერ­ძენ მო­ძღვარს ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე აქვს მო­ნას­ტე­რი, აქა­უ­რო­ბას სულ ვერ ვტო­ვებ. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მე­ებ­ზე ჩა­მოვ­დი­ვარ, ვუვ­ლი, ვპატ­რო­ნობ. აქ ყოფ­ნა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ცალ­კე თე­რა­პი­აა. ბევ­რს ვფიქ­რობ - პა­ტა­რა ტი­ბე­ტი მაქვს და ათო­ნის მთა. თან მა­მა­ჩე­მის საქ­მეს, რაც დაგ­ვი­ტო­ვა, ვაგ­რძე­ლებ. რო­გორც გა­უ­ხარ­დე­ბო­და, რომ ენა­ხა... ასე მგო­ნია, რა­ღაც­ნა­ი­რად მას ვა­ცო­ცხლებ კი­დეც. გარ­და იმი­სა, რომ ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ღმერ­თმა თით­ქოს თა­ვის პლა­ნე­ტის გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია ჩა­მა­ბა­რა და იმა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ. უნდა იყოს ისე­თი, რო­გო­რიც მოგ­ვცა, უნდა ყვა­ო­დეს...განაგრძეთ კითხვა