5 მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელსაც საკვები პროდუქტების შეფუთვა უნდა აკმაყოფილებდეს - Gemrielia.ge

5 მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელსაც საკვები პროდუქტების შეფუთვა უნდა აკმაყოფილებდეს

საკვები პროდუქტების შეფუთვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სურსათის უსაფრთხოებასა და ხარისხში. ის ემსახურება არა მხოლოდ პროდუქტის დაცვას და შენარჩუნებას, არამედ მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის პროდუქტის შემცველობის, კვებით ღირებულებისა და უსაფრთხოების შესახებ. საკვების შეფუთვა უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რომელთაც მომხმარებლებმა პროდუქციის არჩევისას უნდა მიაქციონ ყურადღება, რათა პროდუქტის ხარისხსა და უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ.

გთავაზობთ აღნიშნული კრიტერიუმების ჩამონათვალს:

1. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

11-1686833545-1698905177.webp

საკვების კარგმა შეფუთვამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია. შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს პროდუქტის დასახელება, შემადგენლობა, წარმოების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის კალორიები, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და სხვა საკვები ნივთიერებები. საჭიროების შემთხვევაში, მომზადების წესი და შენახვის პირობები.

2. პროდუქტის უსაფრთხოება

3-1686833699.jpg

საკვების შეფუთვამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის უსაფრთხოება. ის უნდა იყოს დალუქული, რათა თავიდან იქნას აცილებული ჟანგბადის, ტენიანობის, სინათლისა და სხვა ფაქტორების ხელმისაწვდომობა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პროდუქტზე. შეფუთვა ასევე უნდა იყოს მდგრადი მექანიკური დაზიანების მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ პროდუქტის გაჟონვა ან გაფუჭება ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს. მაგალითად, ზოგ პროდუქტს, როგორიცაა მაგალითად ჩიპსი, სჭირდება შეფუთვის ჰაერით გაბერვა. პურის შეფუთვას კი პირიქით - ხვრელები ჰაერის ცირკულაციისთვის, რათა პროდუქტი არ დაობდეს. თხევადი პროდუქტის შეფუთვა (ნაყინი, მაიონეზი და სხვ.) უნდა იყოს წყალგაუმტარი.

3. გამოყენების სიმარტივე

კარგი საკვები შეფუთვა უნდა იყოს მარტივი გამოსაყენებელი. მას უნდა ჰქონდეს ერგონომიული დიზაინი, რომელიც აადვილებს გახსნას და დახურვას და ხელს უწყობს პროდუქტის მოსახერხებელ ჩამოსხმას ან ამოღებას. შეფუთვა ასევე მოსახერხებელი უნდა იყოს ნარჩენი პროდუქტის შესანახად. ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელი ვარიანტია Stand Up Pouch - ეს არის „ფეხზე დამდგარი“ ზიპიანი პაკეტი, რომელიც ყველანაირი პროდუქტის შესანახად და საწარმოებლად გამოიყენება. ფაუჩის შეფუთვა იდეალურია სხვადასხვა პროდუქტისთვის - თხევადი, მყარი საკვები, მარცვლეული, თხილეული, ჩირეული, ჩიფსები, ბოსტნეული, ჩაი, ყავა და სხვა. ამ შეფუთვის ბარიერული ფენები ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას. შეფუთვა არის მსუბუქი წონის, მაგრამ საკმაოდ მყარი, ამასთან ერთად დამატებით შესაძლებელია ჰქონდეს სახელური, ევრო საკიდი და ზიპიანი ჩამკეტი. Stand Up Pouch-ის დამზადება საქართველოშიც შესაძლებელია. ეს სერვისი ხელმისაწვდომია „კოლორ ჯგუფის“ სტამბაში, თანამედროვე, საკვებთან თავსებად დანადგარზე, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სწორად შენახვას და მის უსაფრთხოებას.

4. ეკოლოგიური მხარე

4-1686834119.jpg

დღესდღეობით სულ უფრო მეტი მომხმარებელი აქცევს ყურადღებას შეფუთვის ეკოლოგიურ მხარეს. ეს კომპონენტი ბევრი კომპანიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიგრაფიული საწარმო „კოლორ ჯგუფი“ სწორედ მსგავს, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს ამზადებს და ბიზნესის ნაწილი მათ გარემოზე ზრუნვის მიზნით ხშირად მიმართავს.

5. ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

საკვების კარგი შეფუთვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მწარმოებლის, მისი საკონტაქტო მონაცემებისა და წარმოების ადგილის შესახებ. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაუკავშირდეს მწარმოებელს საჭიროების შემთხვევაში და უზრუნველყოფს პროდუქტის წარმოშობის გამჭვირვალობას. გარდა ამისა, ზოგიერთ პაკეტს შეიძლება ჰქონდეს სპეციალური სერტიფიცირების ეტიკეტები (როგორიცაა ორგანული ან გლუტენის გარეშე), რათა დაეხმაროს მომხმარებლებს ინფორმირებული საკვების არჩევანის გაკეთებაში.

5-1686834175.jpg

რაც შეეხება შეფუთვის დიზაინს, ვიზუალი გადამწყვეტ როლს ასრულებს მომხმარებლის არჩევანის გაკეთებაში. კომპანიებისთვის ძალიან მოგებიანია HP-ის დანადგარზე - „ინდიგო 20 000“ ბეჭდვა, რადგან უმაღლესი ხარისხის ვიზუალების ბეჭდვის გარდა, ის გამოირჩევა სისწრაფით, მოქნილობით და უსაზღვრო შესაძლებლობებით. საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული პროდუქტის შეფუთვა გაამარტივონ და თავიდან აიცილონ ზედმეტი ხარჯი. აღსანიშნავია, რომ „ინდიგო 20 000“ – 60 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, ამიერკავკასიის მასშტაბით კი მხოლოდ საქართველოში.

R