ზღაპრული სივრცე გემრიელი კერძებით - Chateau de Vere-ს რესტორნები სტუმრებს განახლებულ მენიუს სთავაზობს - Gemrielia.ge

ზღაპრული სივრცე გემრიელი კერძებით - Chateau de Vere-ს რესტორნები სტუმრებს განახლებულ მენიუს სთავაზობს

Chateau de Vere, სივრცე, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში იდეალური დასვენების ადგილი გახდა, მომხმარებელს განახლებულ მენიუს სთავაზობს. ახალი მენიუს ოფიციალური წარდგენა და დეგუსტაცია ივლისის დასაწყისში გაიმართა.

მულტიფუნქციური კომპლექსში Chateau de Vere, სადაც მისულ სტუმრებს ხვდებათ საოცარი ხედები, სუფთა ჰაერი, მყუდრო ატმოსფერო, ქალაქის ხმაურისგან იზოლირებული სივრცე, 5 სხვადასხვა ტიპის რესტორანი ფუნქციონირებს. ესენია: ქართული რესტორანი ტრადიციული ელემენტებით როგორც კერძებში, ისე ინტერიერში, ირლანდიური პაბი თავისი მეამბოხე სულისკვეთებით, ევროპული დარბაზი დახვეწილი დიზაინით, სტეიკჰაუსი და გარე ტერასა.

1-1689589665.jpg

კომპლექსის რესტორნები გახსნის პერიოდიდან სტუმრებს Fine Dining სტანდარტით ემსახურება, რაც თავისთავად ძალიან მაღალი დონეა, თუმცა ფინანსურად ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. სწორედ ამიტომ განახლდა მენიუ, რისი საშუალებითაც რესტორნები ყველა გემოვნებიანი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა. კვების სივრცეები კვლავაც საუკეთესოს სთავაზობს ნებისმიერ სტუმარს, თუმცა ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

2-1689589721.jpg

„გემოვნური მახასიათებლებით Chateau de Vere კვლავაც საუკეთესოა მთელ ქალაქში. მზარეულების გუნდი მანუელის ხელმძღვანელობით უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმაზე, რომ ჩვენი თითოეული კერძის გემო ხანგრძლივად გაჰყვეს ადამიანს და კვლავ ჩვენთან დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ. მენიუ სატესტო რეჟიმში შევთავაზეთ მომხმარებლებს და იმდენად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, რომ უკვე რეგულარულ მენიუდ ჩამოვაყალიბეთ“, - განმარტავს Chateau de Vere-ს დამფუძნებელი ეკა ცინცაძე.

3-1689589760.jpg

ახალ მენიუზე ბრენდ შეფმა მანუელ ფაუნდეს ბარანდამ და აღმასრულებელმა შეფმა გიორგი ჭულუხიძემ იმუშავეს.

„მენიუს განახლება ნებისმიერი კვების ობიექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც გადავწყვიტეთ მენიუ გაგვეახლებინა ქართულ რესტორანსა და ირლანდიურ პაბში. ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ კერძებს განსხვავებული სახით ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს. ესენია: ჭარხლის სალათა, ყველის სალათა, შქმერული და ხინკალი. გვაქვს ახალი კერძებიც, მაგალითად, ჩაბუღული, რომელიც საქონლის ხორცითა და ბევრი ხახვით მზადდება. მისი მომზადების ძირითადი პრინციპი დაბალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი შუშვაა. საბოლოო არომატის შექმნაში კი სხვა ინგრედიენტებთან ერთად ქონდარი და ბეგქონდარა გვეხმარება. ასევე სიახლეა ქათმის ხალია“, - განმარტავს ბრენდ შეფი მანუელ ფაუნდეს ბარანდა.

„ირლანდიური პაბი კი სტუმრებს განსაკუთრებული კანჭის მენიუებს შესთავაზებს მრავალფეროვანი სოუსებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ჩრდილოეთ აფრიკული ჰარისის სოუსის ბაზაზე დამზადებული სოუსი, რომელიც ბარბექიუს სოუსთან იდეალურ კომბინაციას ქმნის. ასევე იქნება ლუდის სოუსი“, - დაამატა ბრენდ შეფმა.

მისი განმარტებით, ქართული კერძების გონივრული და ლოგიკური განახლება ხდება, ისე რომ მათი ძირითადი ელემენტები შენარჩუნდეს, თუმცა სტუმრებისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.

მენიუს განახლების პროცესში დიდი ყურადღება დაეთმო მომხმარებლების გემოვნებას, თუმცა სიახლეების ძირითადი ნაწილი რესტორნების კონცეფციისა და შეფმზარეულების სტანდარტების შესაბამისად მოხდა.

4-1689589777.jpg

რაც შეეხება თავად Chateau de Vere-ს, კომპლექსი შექმნის მომენტში მოაზრებული იყო სივრცედ, სადაც სტუმრები შეძლებდნენ ხარისხიან დასვენებას და ამისთვის თბილისიდან გასვლა არ იქნებოდა საჭირო. მათ უნდა დახვედროდათ ზღაპრული გარემო, უგემრიელესი კერძები, მზრუნველი პერსონალი და გემოვნებიანი მუსიკა. ეს ჩანაფიქრი Chateau de Vere-მ სრულად განახორციელა.

5-1689589813.jpg

კომპლექსის სახელი მოდის შიდა ქართლში მდებარე ერთ-ერთი ციხესიმაგრის სახელიდან, რომელიც მე-10-11 საუკუნით თარიღდება. მას ვერეს ციხე ჰქვია და მასში აღმოჩენილი სიძველეები Chateau de Vere-ში ინახება.

სივრცეში ერთ-ერთ გამორჩეული ადგილია „შატო დე ვერეს“ ღვინის მარანი, სადაც ხარისხი და ფასი ნამდვილი აღმოჩენაა. აქ წარმოდგენილია ბიო და ბიოდინამური, ოჯახური მარნებისა და ინდუსტრიული წარმოების ღვინოები საქართველოს ყველა კუთხიდან. მარანი ასევე წარმოგიდგენთ საფირმო ღვინოს "არტ ანას“, ართანას ვენახებიდან, რომელიც დამზადებულია კლასიკური მეთოდით.

კომპლექსში წლის ბოლოს გაიხსნება ბუტიკ სასტუმრო დახვეწილი ინტერიერით, სპა ცენტრით და აუზით. მომავალ წელს კი დაგეგმილია ღია და დახურული გადაკიდებული აუზების გახსნა.

R