"თანამედროვე რაც იყო, ყველაფერი მოვაშორე, სარდაფიდან ძველი ნივთები ამოვიტანე" - სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, რომელმაც მამაპაპისეულ სახლს ახალი სიცოცხლე შესძინა - Gemrielia.ge

"თანამედროვე რაც იყო, ყველაფერი მოვაშორე, სარდაფიდან ძველი ნივთები ამოვიტანე" - სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, რომელმაც მამაპაპისეულ სახლს ახალი სიცოცხლე შესძინა

უკვე მრავ­ლად არი­ან ჩვენ­ში ადა­მა­ი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სოფ­ლად მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლკარს არ ივი­წყე­ბენ და იქა­უ­რო­ბას ახალ სი­ცო­ცხლეს სძე­ნენ. თა­მარ ასა­თი­ან­მა დაბა მან­გლის­ში წი­ნაპ­რე­ბის სახლ-კარს ზუს­ტად ის იერი და­უბ­რუ­ნა, რო­გო­რიც წარ­სულ­ში ჰქონ­და. ამ­ბობს, რომ ახლა იქა­უ­რო­ბა ბავ­შვო­ბის წლებს ახ­სე­ნებს და მო­გო­ნე­ბე­ბით იმ დრო­ში, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან აბ­რუ­ნებს, ვინც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იმ კარ-მი­და­მო­ში ცხოვ­რობ­და. თა­ვად სახ­ლი 130 წლი­საა და სამი სა­უ­კუ­ნის მომსწრეა.

თა­მარ ასა­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, ამ­ჟა­მად სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის აკა­დე­მი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს. ის ახლა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია და თა­ვის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა.

თა­მარ ასა­თი­ა­ნი:

- სულ ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ მიყ­ვარ­და ეს სახლ-კარი ასე და მივ­ხვდი - იმი­ტომ, რომ ძველ დრო­ში მაბ­რუ­ნებს. ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ისე­ვეა, არა­ფე­რი შე­მიც­ვლია. აქ ნე­ბის­მი­ერ რა­მეს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. თა­ნა­მედ­რო­ვე რაც იყო, მო­ვა­შო­რე, სარ­და­ფი­დან ძვე­ლი ნივ­თე­ბი ამო­ვი­ტა­ნე, სახ­ლი ასე გა­ვა­ხა­ლი­სე... ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლა ნივ­თი ვინ­მეს ან რა­მეს მა­გო­ნებს. თუნ­დაც სახ­ლის ხის მო­ა­ჯირს, ვინ იცის, რამ­დე­ნი ჩემი წი­ნაპ­რის ხელი შე­ხე­ბია. ამი­ტომ ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. მო­ა­ჯი­რის შეც­ვლა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, ცოტა მო­ირ­ყაო, მაგ­რამ ახალს ის სით­ბო და ემო­ცია ხომ აღარ ექ­ნე­ბა?! ამი­ტომ, სა­დამ­დეც შევ­ძლებ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ.

სოფ­ლის სახ­ლს ის ახა­სი­ა­თებს, რომ აქ ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მე­ტია, სა­კუ­თარ თავს მე­ტად შე­იც­ნობ. თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის სხვა ტემ­პია, ქა­ლა­ქი არ გაძ­ლევს სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას.

355796942-1195025461135499-3665813338234352063-n-65188-1689579222.jpg

- ეზო­საც მი­ხე­დეთ?

- ახა­ლი ხე­ხი­ლი დავრგე. ბე­ბოს დარ­გუ­ლი ძა­ლი­ან ძვე­ლი იყო. ამ ყვე­ლა­ფერს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შე­ვუ­დე­ქი, ნა­ყო­ფი­ე­რად ვიშ­რო­მე. ნერ­გებ­მა კარ­გად გა­ი­ხა­რა. სა­სი­ა­მოვ­ნოა, ყო­ველ დი­ლით რომ გა­დი­ხარ და თი­თო­ე­ულ ფო­თოლ­სა და კვირტს აკ­ვირ­დე­ბი. გა­ი­შა­ლა, აყ­ვავ­და... ამ დროს ბედ­ნი­ე­რი ხარ, სხვა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბაა. აქ სხვა­ნა­ი­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ, ხარ ის, ვინც რე­ა­ლუ­რად ხარ... ვუვ­ლი ბა­ლახ­საც, ვკრეჭ, ყვა­ვი­ლე­ბიც დავრგე.

- სახ­ლი სავ­სეა უამ­რა­ვი ძვე­ლი ფო­ტო­თი, თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი არი­ან?

- წი­ნაპ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უჯ­რა­ში გვქონ­და შე­ნა­ხუ­ლი, შარ­შან კი გა­მო­ვი­ტა­ნე და ყვე­ლას თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლი მი­ვუ­ჩი­ნე. ამ ხალ­ხმა აა­შე­ნა და შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ეს სახლ-კარი, მო­უ­ა­რა აქა­უ­რო­ბას. ამი­ტომ მათი ფო­ტო­ე­ბი არ უნდა იყოს სა­დღაც უჯ­რა­სა და სკივ­რში. ახლა კე­დელ­ზეა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, მსი­ა­მოვ­ნებს და მათი მად­ლი­ე­რი ვარ. პენ­სი­ა­ზე რომ გა­ვალ, შე­იძ­ლე­ბა აქ სა­ო­ჯა­ხო კაფე მო­ვა­წყო, სტუმ­რებს გა­ვუ­მას­პინ­ძლდე - ასე­თი იდე­აც მაქვს.

355819575-1912404262460038-5091924053165913532-n-65207-1689579253.jpg

- ძვე­ლი ნივ­თე­ბი მარ­თლაც სულ სხვა ემო­ცი­ებს იწ­ვევს...

- აქ რაც იყო, ხომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოვ­ფი­ნე და ერთი ჯარ­თის მან­ქა­ნა არ გა­მიშ­ვია, მათ­გან რამე არ მე­ყი­და ან არ ეჩუ­ქე­ბი­ნათ. ხალ­ხი ძველ ნივ­თებს აბა­რებს და ძვე­ლი ქვა­ბე­ბი, თასე­ბი, ქოთ­ნე­ბი, რა­დი­ო­ლა ასე მაქვს მო­ძი­ე­ბუ­ლი. სი­ა­მოვ­ნე­ბით მიც­ვლიდ­ნენ და ფულ­საც კი მთა­ვა­ზობ­დნენ. ჰოდა, მო­ი­ყა­რა თავი ძველ­მა ავე­ჯ­მაც...განაგრძეთ კითხვა