უჩვეულო რეცეპტები ნაყინით, ყველაზე პრეტენზიული გურმანებისთვის - Gemrielia.ge

უჩვეულო რეცეპტები ნაყინით, ყველაზე პრეტენზიული გურმანებისთვის

ნა­ყი­ნი ზა­ფხუ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ბევ­რი ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი დე­სერ­ტი მთელს მსოფ­ლი­ო­ში. დე­ლი­კა­ტუ­რი ტექ­სტუ­რა, ტკბი­ლი გემო და არო­მა­ტის ვა­რი­ა­ცი­ე­ბი მას ყვე­ლა ასა­კის­თვის სა­სურ­ველ დე­ლი­კა­ტე­სად აქ­ცევს. რო­გორც წესი, ჩვენ ნა­ყინს მი­ვირ­თმევთ მზა სა­ხით, ან სა­ო­ჯა­ხო შე­ფუთ­ვით, ვა­მა­ტებთ ხილს და საყ­ვა­რელ ტო­პინგს, მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა, თუ გე­ტყვით, რომ ნა­ყი­ნით შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და უგემ­რი­ე­ლე­სი დე­სერ­ტე­ბი?

ამ ბლოგ­ში გა­გი­ზი­ა­რებთ რამ­დე­ნი­მე სა­ო­ცარ რე­ცეპტს, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზა­დოთ ნა­ყი­ნით. მო­ემ­ზა­დეთ თა­მა­მი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის, ახა­ლი გე­მოვ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თვის და უჩ­ვე­უ­ლო კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თქვენს ზა­ფხულს ნამ­დვილ კუ­ლი­ნა­რი­ულ დღე­სას­წა­უ­ლად გა­და­აქ­ცევს.

ბრა­უ­ნი ფის­ტის ნა­ყი­ნით

2-1689589152.jpg

ფის­ტას ნა­ყი­ნი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნა­ყი­ნე­ბის სი­ა­ში ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი გე­მოა! ფის­ტას ნა­ყი­ნის გემ­რი­ე­ლი არო­მა­ტი ბრა­უნ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში გე­მო­ე­ბის სა­ო­ცარ ნა­ზავს ქმნის. ამ დე­სერ­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად „პა­ლო­მას“ სა­ო­ჯა­ხო შე­ფუთ­ვის ფის­ტას ნა­ყინს ვი­ყე­ნებ.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • კარაქი - 6 ს/კ.
  • შოკოლადი - 60 გ.
  • შაქარი - 1 ჭიქა (200 მლ).
  • კვერცხი - 2 ც.
  • ვანილის ექსტრაქტი - 0,5 ჩ/კ.
  • ფქვილი - 0,5 ჭიქა (200 მლ)

3-1689589215.jpg

ზემოდან:

  • შოკოლადი - 50 გ. (მოსართავად)
  • ფისტას ნაყინი „პალომა“ - 240 გ.

მომზადების წესი:

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და დაიწყეთ ბრაუნის მომზადება. დაბალ ცეცხლზე დადგით ქვაბი, გაადნეთ კარაქი და გახეხილი შოკოლადი. გამუდმებით ურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ;
  2. ქვაბში ჩაამატეთ შაქარი, აურიეთ რომ კრისტალები გაიხსნას. დაუმატეთ კვერცხები, ვანილის ექსტრაქტი და კვლავ აურიეთ;
  3. ფქვილი გაცერით და დანარჩენ ინგრედიენტებს ნელ-ნელა შეურიეთ;
  4. დაახლოებით 22 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი. ჩაასხით ცომი და შედგით ფორმა გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 20 წთ. სანამ ხის ჩხირი ჩარჭობისას არ დარჩება მშრალი და სუფთა. ამოიღეთ ნამცხვარი და გააგრილეთ თეფშზე;
  5. „პალომას“ ფისტის ნაყინი გადაანაწილეთ ბრაუნზე თანაბრად, კოვზით მიეცით ტალღების ფორმა;
  6. შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და მოასხით ზემოდან ნაყინს გასაფორმებლად.

კრემ ბრიულეს ჰაეროვანი ტორტი

4-1689589288.jpg

ინგრედიენტები:

  • ორცხობილა/ბისკვიტი 250 გ.
  • კარაქი (+ 5გ. საცხობ ფორმაზე წასასმელად) 25გ.
  • ნაყინი კრემ ბრულე „პალომა“ 1,5 კგ
  • ბეზეები (პატარა + 30 გ. დეკორაციისთვის) 100 გ.
  • საკონდიტრო ტოპინგი (ვერცხლის ბურთულები ან სხვა) 10 გ.
  • შაქრის ფხვნილი 20 გ.

ლიმონის შიგთავსისთვის:

  • ნაღების კარაქი 70 გ.
  • შაქარი 110 გ.
  • მარილი მწიკვი
  • კვერცხი 1 ცალი
  • სიმინდის სახამებელი 5 გ.
  • კვერცხის გული 1 ც.
  • ლიმონი 100 გ.

მომზადების წესი:

  1. დაიწყეთ ლიმონის შიგთავსის მომზადებით. კარგად გარეცხეთ ლიმონი, რადგან დაგჭირდებათ ცედრა. ცედრა მოათავსეთ ჯამში, დააყარეთ გრანულირებული შაქარი და სუფრის კოვზით ყველაფერი კარგად დასრისეთ. გააჩერეთ ნარევი 30 წთ;
  2. კვერცხი გატეხეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ იქვე კვერცხის გულიც და ათქვიფეთ მსუბუქად. კვერცხებს დაუმატეთ ცედრის მასა და აურიეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე;
  3. ლიმონის წვენი გამოწურეთ და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. წვენი უნდა იყოს 70 მლ. ისევ აურიეთ ყველაფერი. ქვაბი დადგით მინიმალურ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მასა უნდა გასქელდეს;
  4. ქვაბში ჩაუმატეთ მწიკვი მარილი, ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 12 სთ.

მოამზადეთ ტორტი:

  1. 20 სმ. დიამეტრის და 6 სმ. სიღრმის მოსახსნელ ფორმას წაუსვით კარაქის ნაჭერი. დააფინეთ საცხობი ქაღალდი ისე, რომ ფორმის ზედა კიდეს 3 სმ-ით დაშორდეს. ორცხობილები დაფხვენით, მეოთხედი გადაინახეთ მოსართავად, დანარჩენს შეურიეთ კარაქი. მასა ჩატკეპნეთ ფორმის ძირზე, გაასწორეთ და შედგით მაცივარში 10 წთ;
  2. ცალკე ჯამში დატეხეთ ბეზეები მსხვილად. კრემ ბრულეს ნაყინის ნახევარი მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, დაუმატეთ ბეზე და ნახევარი ლიმონიანი მასა, კარგად აურიეთ და წაუსვით ორცხობილების ფენას. ზემოდან გაათანაბრეთ ნაყინით, მოაყარეთ გადანახული ორცხობილას ნამსხვრევები. ზემოდან დააფარეთ საკვები პარკი და შედგით საყინულეში 12 საათის განმავლობაში;
  3. დარჩენილ ნაყინსაც შეურიეთ დარჩენილი ლიმონის მასა, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ჩადეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში მთელი ღამით;
  4. გამოიღეთ ტორტი საყინულიდან, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 5 წთ. მოაშორეთ დამცავი პარკი და გადაიტანეთ ლამაზ ჭურჭელში;
  5. ზემოდან დაადეთ კონტეინერიდან ბურთულებად ამოღებული ნაყინი. ნაყინზე დადეთ პატარა ბეზეები, მოაყარეთ შაქრის პუდრი და მორთეთ ვერცხლისფერი საკონდიტრო მძივებით. მიირთვით დაუყოვნებლივ!

შემწვარი ნაყინი

5-1689589370.jpg

შემწვარი ნაყინი საოცარი დესერტია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ნაყინი სტრაჩატელა „პალომა“
  • 100 გ დაქუცმაცებული სიმინდის ფანტელები
  • 120 გ ტკბილი ქოქოსი
  • 4 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 3 დიდი კვერცხის ცილა
  • 2 ს.კ. შაქარი
  • ზეთი შესაწვავად (რაფსის ან მცენარეული)
  • შოკოლადის სიროფი, კარამელის სოუსი ან თაფლი მზა დესერტის გასაფორმებლად

მომზადების წესი:

6-1689589405.jpg

  1. ნაყინის კოვზით ან სუფრის კოვზით გააკეთეთ ვანილის ნაყინის ბურთები 7-8 სმ დიამეტრის, 6 ცალი და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე ან ფორმაში. შედეთ ბურთულები საყინულეში მინიმუმ 2 საათით ან სრულად გამაგრებამდე;
  2. ჯამში შეურიეთ დაფქული სიმინდის ფანტელი (ბურბუშელა), ქოქოსის ფანტელები და დაფქული დარიჩინი;
  3. ამოავლეთ გაყინული ნაყინის ბურთები საფანელში და ისევ შეაბრუნეთ საყინულეში 30 წთ;
  4. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილები და შაქარი, ქაფის გაჩენამდე. გაყინული ბურთულები ამოავლეთ ამ მასაში და შემდეგ, კვლავ სიმინდის საფანელში. გაყინეთ 1 სთ;
  5. პატარა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, გამოიღეთ გაყინული ბურთულები და სწრაფად შეწვით ზეთში. გადაიტანეთ თეფშზე და მოასხით სასურველი სიროფი, სოუსი ან თაფლი.

ჰონგ-კონგის ვაფლი ვანილის ნაყინით

7-1689589437.jpg

ეს დესერტი ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ვაფლის საცხობი აპარატი.

ინგრედიენტები:

  • ზეთი
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩკ.
  • სოდა - 1.5 ჩკ.
  • დარიჩინი - 2 ჩკ.
  • ზეთი - 140 მლ.
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კეფირი - 125 მლ.
  • რძე - 300 მლ.
  • შაქარი - 200 გ.
  • ფქვილი - 300 გ.

გასაფორმებლად:

  • ნაყინი ვანილის „პალომა“;
  • ბანანი (ან სასურველი ხილი);
  • მარწყვის სიროფი.

მომზადების წესი:

  1. ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, შაქარი, დარიჩინი, სოდა, გამაფხვიერებელი. მეორე ჯამში კი აურიეთ კეფირი, რძე, კვერცხის გული და ზეთი. კარგად აურიეთ და შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების მასას. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
  2. კიდევ ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი ღრუბელივით მასის მიღებამდე და ფრთხილად შეურიეთ ცომს. უნდა მიიღოთ ოლადების ცომის კონსისტენციის მასა;
  3. გაახურეთ ვაფლის საცხობი. წაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ ვაფლები 5-5 წუთის განმავლობაში თავდახურულ საცხობში;
  4. გამომცხვარ ვაფლს დაადეთ ნაყინი, დაჭრილი ხილი, მოასხით მარწყვის (ან სხვა) სიროფი.

გემრიელად მიირთვით!

NS