გასულ წელთან შედარებით, წელს საზამთრო ორჯერ ძვირი ღირს - რამ განაპირობა პროდუქტის გაძვირება - Gemrielia.ge

გასულ წელთან შედარებით, წელს საზამთრო ორჯერ ძვირი ღირს - რამ განაპირობა პროდუქტის გაძვირება

საქართველოში საზამთრო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ უფრო ძვირად იყიდება - 1 კილოგრამი პროდუქტი 0,70 ლარი ღირს. გასულ წელს კი მისი ღირებულება კილოგრამზე 0,30 ლარი იყო.

როგორც წესი, ქართული საზამთროს 80% კახეთში მოდის. EastFruit-ის ინფორმაციით, წელს მიწოდების მოცულობა დაბალი იქნება, რადგან კახეთში ბევრი ფერმერი საზამთროდან ხორბლის მოყვანაზე გადავიდა. მიზეზი ფასებშია - შარშან ხორბლის ფასი საკმაოდ მაღალი იყო.

დიდი როლი ითამაშა საზამთროს იმპორტმაც - მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყანამ 849,7 ათასი დოლარის ღირებულების 2 811 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე საზამთროს იმპორტზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ასე გამოიყურება...განაგრძეთ კითხვა