„ამ შეცდომას ძალიან ხშირად უშვებენ“ - როგორ უნდა მოამზადოთ წვნიანი კატლეტები სწორად - Gemrielia.ge

„ამ შეცდომას ძალიან ხშირად უშვებენ“ - როგორ უნდა მოამზადოთ წვნიანი კატლეტები სწორად

კოტლეტების მომზადება თითქოს მარტივია, მაგრამ რატომღაც, ხშირად ისინი იშლება, ან ძალიან მაგარი გამოდის. დიასახლისები ყოველთვის არ იცავენ სწორ პროპორციებს, ინგრედიენტების თანაფარდობას კოტლეტებში...

ეს რჩევები დაგეხმარებათ, მოამზადოთ წვნიანი და გემრიელი კოტლეტები.

კოტლეტი წვნიანი რომ იყოს:

თუ გსურთ მიიღოთ გემრიელი კოტლეტი, ნუ იყიდით საეჭვო წარმოშობის მზა ფარშს. ძვირადღირებული საქონლის ფილე შეიძლება არ იყიდოთ, მაგრამ ზურგი, კისერი, მხრის პირი, მკერდი და უკანა ფეხის ზოგიერთი ნაწილი იდეალურია ფარშის გასატარებლად.

სანამ ხორცს ხორცსაკეპ მანქანაში ჩადებთ, არ დაგავიწყდეთ მისი საფუძვლიანად გაწმენდა – მოაცილეთ ხრტილები, ძვლები და ვენები. ძროხის გარდა, მზარეულები გვირჩევენ ცხიმიანი ღორის ხორცის გამოყენებას - სწორედ ის მისცემს კოტლეტებს წვნიანობას და სინაზეს.

სტანდარტული პროპორცია: 1 კგ ძროხის ხორცზე - 1/2 კგ ღორის ან 1 კგ საქონლის ხორცზე - 250 გრ ცხიმი. თუმცა კატლეტის დამზადება შესაძლებელია ცხვრის, ხბოს, ქათმის, ინდაურის შერევითაც.

უნდა დაუმატოთ თუ არა კვერცხი:

xorcikvercxi1-1691062919.jpg

რა თქმა უნდა. მთავარია, კვერცხი არ გადააჭარბოთ და 1 კგ ხორცზე 2-3 ცალზე მეტი არ გამოიყენოთ, თორემ კატლეტები მაგარი გამოვა. იმავე რაოდენობით ხახვი დასჭირდება, დაახლოებით 200 გრამი, სასურველია წინასწარ მოშუშული და გაცივებული, რადგან ნედლი შეწვას ვერ მოასწრებს და კატლეტებს სპეციფიკურ გემოს მისცემს. თუ ახალი ხახვი მოგწონთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ერთდროულად ხორცთან ერთად...განაგრძეთ კითხვა