„ამ შეცდომებს ძალიან ბევრი დიასახლისი უშვებს“ - როგორ უნდა მოამზადოთ გემრიელი სუპი მარტივად - Gemrielia.ge

„ამ შეცდომებს ძალიან ბევრი დიასახლისი უშვებს“ - როგორ უნდა მოამზადოთ გემრიელი სუპი მარტივად

სუპის რეგულარული ჭამა ნამდვილი ტრადიციაა, რომელიც უმეტესობას გულმოდგინედ ჩაუნერგა მშობლებმა და ბებიებმა. ლანჩისთვის თხევადი და ცხელი კერძები აუცილებლობად ითვლება, რადგან მათ გარეშე საჭმლის მომნელებელი პრობლემების თავიდან აცილება შეუძლებელია.

ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი სუპი, რომელიც დიდი ხნით ნამდვილად არ დარჩება მაცივარში.

ხორცის მოხარშვა:

შესაძლებელია თუ არა ხორცის გარეშე გემრიელი და გაჯერებული სუპი? და თუ ხორცის ნაჭერს მოხარშვისთვის ცივ წყალში ჩადებთ, მაშინ ბულიონი ნამდვილად კარგი გამოვა, მაგრამ თუ ხორცი ცხელ წყალში ჩადეთ, მაშინ ხორცში დარჩება მთელი გემო, ბულიონი კი უგემური გამოვა.

ცეცხლი:

სიჩქარე არ არის საუკეთესო არჩევანი საჭმლის მომზადებისას. შესანიშნავი ბულიონი გამოვა მხოლოდ დაბალ სითბოზე გახანგრძლივებული მომზადებით. თუ მაღალ ცეცხლზე მოხარშეთ, წვნიანი უფრო სწრაფად იხარშება, ხორცს კი არ ექნება დრო სრული გემოს გამოსაცემად.

ქაფი:

უმჯობესია ამოიღოთ მუქი ქაფი, რომელიც წარმოიქმნება ბულიონის დუღილის დროს, რადგან ის წარმოიქმნება სისხლის შედედების შედეგად. მაგრამ თეთრი ქაფი არის მოხარშული ცილა, რაც წვნიანს უფრო სასარგებლოს ხდის, ამიტომ ჯობია დატოვოთ. თუ ქაფის ესთეტიკური გარეგნობა არ მოგწონთ, მოხარშვის წინ გაფცქვნილი ხახვი ჩააგდეთ ბულიონში...განაგრძეთ კითხვა