„ამ მეთოდით ხორცში მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებები რჩება“ - როგორ უნდა მოხარშოთ საქონლის ხორცი სწორად
საქონლის ხორცის მომზადების ყველაზე ჯანსაღი გზა მისი მოხარშვაა. თუ დაიცავთ მარტივ წესებს, ხორცში დარჩება სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმი: მაღალი ხარისხის ხორცის ცილა, B ჯგუფის ვიტამინები, ასევე რკინა, თუთია და ამინომჟავები.
ინგრედიენტები:
- ძროხის ან ხბოს ხორცი 80 გ.
- პილპილი (შავი მარცვლები ) 5 გ.
- დაფნის ფოთოლი 2 ც.
მომზადების წესი:
- მოხარშული საქონლის ხორცის მოსამზადებლად უმჯობესია აიღოთ რბილი ნაჭერი. საქონლის ხორცის ასაკს ადვილად განასხვავებთ ფერის მიხედვით: რაც უფრო ბებერია ცხოველი, მით უფრო მუქია მისი ხორცი.
- ხორცის ნაჭერი გაასუფთავეტ ზედმეტი ნაწილებისგან.
- აადუღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ჩაყარეთ ხორცი მდუღარე წყალში - ასე შეინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმს. კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე და შეამცირეთ სითბო ისე, რომ ბულიონის ზედაპირი მშვიდი დარჩეს. ამოიღეთ ქაფი და მოხარშეთ მინიმუმ საათნახევარი...განაგრძეთ კითხვა