„მწვანილის სერიოზული კრიზისია ახლა საქართველოში“- რატომ გაიზარდა პროდუქტის ფასი?
ადგილობრივ ბაზრებში მწვანილის ღირებულება გაიზარდა, 1 კგ პროდუქტის ფასმა 25 ლარსაც კი მიაღწია. კომპანია „ჰერბიას“ მენეჯერი დათო ჯანელიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მათ პროდუქციის შემთხვევაში ფასი არ გაზრდილა, თუმცა ზოგადად, მწვანილის ფასი, დეფიციტმა და მიმდინარე სეზონზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევამ გამოიწვია.
მისი თქმით, რაც შეეხება „ჰერბიას“, კომპანიამ 10 წლის განმავლობაში პროდუქტზე ფასი მხოლოდ 2-ჯერ ლოჯისტიკური ხარჯების გაძვირების გამო გაზარდა. მიმდინარე პერიოდში კი, ფასი კვლავ შენარჩუნებული აქვს.
ამასთან, დათო ჯანელიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა იმდენად დიდია, ექსპორტის ახალი მიმართულებები აღარც განიხილება.
„ჩვენ უკვე 10 წელია ადგილობრივ ბაზარს ვამარაგებთ და 2-ჯერ მოხდა მხოლოდ ფასის ცვლილება...განაგრძეთ კითხვა