ლეღვის ჩირი - გემრიელი წამალი
ლეღვის ჩირი ცნობილია თავისი სასარგებლო, სამკურნალო თვისებებით და ამასთანავე ძალიან გემრიელია.
ჩირში შემავალი ეთერზეთები ხელს უშლის სისხლის შედედებას. თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, მიიღეთ დღეში 1 ცალი ლეღვის ჩირი .
ჩირი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, ამიტომ თუ თქვენი სამუშაო ინტელექტუალურად დატვირთული და შემოქმედებითია, აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში.
მაღალი ტემპერატურის, ანგინის, პირის ღრუსა და ყელის ინფექციების, ბრონქიტის დროს 1-2 ცალი ჩირი დაჭერით, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, გააგრიელთ, გაწურეთ და დღეში 4-ჯერ მიიღეთ.
დაღლილობის, სისუსტის, ნერვული დაძაბულობის დროს ლეღვის ჩირი დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე. განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ 4-5 ლეღვს დაასხამთ თბილ რძეს, დაალბობთ, შემდეგ კი მიირთმევთ დღეში რამდენჯერმე.
ცისტიტის და შარდის ბუშტის ტკივილისას 3-5 ლეღვს 200 მლ მდუღარე დაასხით, 5 წუთი ადუღეთ, გადაწურეთ და საკვებისგან დამოუკიდებლად მიირთვით დღის განმავლობაში.
დღის განმავლობაში მირთმეული ლეღვის ჩირი კარგად დაგანაყრებთ და გულის მუშაობას გააუმჯობესებს.
სცადეთ ასეთი სალათა: რამდენიმე ცალი ლეღვის ჩირი და შავი ქლიავი დაალბეთ, დაჭერით, დაამატეთ 1-2 კოვზი დაჭრილი ნუში და ცოტა კეფირი. არომატისთვის ფორთოხლის ცედრა. კარგად აურიეთ, შაქარი არ დაამატოთ. წაიხემსეთ ამ გემრიელი სალათით ბუტერბროდის ან ღვეზელების ნაცვლად.
ზომიერებას ნუ დაივიწყებთ - მართალია ლეღვის ჩირი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ იმავდროულად ძალიან კალორიულია