შეიძლება თუ არა დაობებული პროდუქტების ჭამა?
იმის გამო, რომ ობი სოკოს სახეობაა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მასზე ალერგია.
ალერგიული რეაქცია ხშირად არ არის სერიოზული, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ობით დაბინძურებული საკვების ჭამა ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.
გარდა ალერგიისა, არის კიდევ ერთი პრობლემა – დაობებული პროდუქტები ტოქსინებს შეიცავს და მათ შეუძლიათ მართლაც სიკვდილი გამოიწვიოს.
ყველა ობის სოკოს აქვს „ფესვები“, რომელიც აღწევს საკვებში. იმის გამო, რომ ეს ფესვები საშუალებას აძლევს ტოქსინებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გავრცელდეს მთელ საკვებში, უმჯობესია დაობებული საკვები გადააგდოთ.
არის საკვები, რომლებშიც ობი ვერ აღწევს: ზოგიერთი მაგარი ყველი, მაგარი ძეხვი, მაგარი ხილი და ბოსტნეული. დაობებული ადგილის ირგვლივ და ქვემოთ მინიმუმ ორი სანტიმეტრით მოჭერით და საკვების სუფთა ნაწილი შედგით მაცივარში.
პროდუქტები, რომლებიც დაობების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადააგდოთ:
- რბილი ყველი (ბუნებრივი ობის გარეშე);
- რბილი ხილი და ბოსტნეული;
- ნამცხვარი...განაგრძეთ კითხვა