„იმისთვის რომ გამხიარულდეთ, რაციონში მეტი ბოსტნეული და ხილი უნდა შეიტანოთ...“ - კიდევ რომელი საკვები უნდა მიიღოთ თუ განწყობის ამაღლება გსურთ - Gemrielia.ge

„იმისთვის რომ გამხიარულდეთ, რაციონში მეტი ბოსტნეული და ხილი უნდა შეიტანოთ...“ - კიდევ რომელი საკვები უნდა მიიღოთ თუ განწყობის ამაღლება გსურთ

დიეტოლოგებმა უმა ნაიდუმ და შირენ ბეჰაირიმ ჩამოთვალეს გუნება-განწყობის გამაძლიერებელი საკვების ხუთი ჯგუფი,მათ შორის ორაგული და პარკოსნები. მათ სიტყვებს HuffPost გამოცემა ციტირებს.

უმა ნაიდუს თქმით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ემოციური მდგომარეობა და ზოგადი კეთილდღეობა დამოკიდებულია ნაწლავების გამართულ მუშაობაზე, ვინაიდან მასში სინთეზირდება განწყობის ჰორმონის სეროტონინის 90 პროცენტზე მეტი.

„ადამიანები, რომლებიც თავიანთ რაციონში ბევრ სასარგებლო საკვებს მიირთმევენ, ნაკლებად უჩივიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ისინი, ვინც უფრო დამუშავებულ, შაქრიან საკვებს მიირთმევენ, უფრო მეტად განიცდიან ფსიქიკურ პრობლემებს, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია“, - აღნიშნა სპეციალისტმა.

მან ურჩია პრობიოტიკებით მდიდარი საკვების მეტი ჭამა, როგორიცაა კიტრის მწნილი, მჟავე კომბოსტო...განაგრძეთ კითხვა