3 სწრაფი და გემრიელი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც 15 ლარი გეყოფათ - Gemrielia.ge

3 სწრაფი და გემრიელი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც 15 ლარი გეყოფათ

თანამედროვე ადამიანს კერძების მოსამზადებლად ბევრი დრო არ რჩება. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 3 მარტივ და ბიუჯეტურ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც გემრიელი სადილი მოკლე დროში იქნება მზად, ინგრედიენტები ხარჯი კი 15 ლარს არ გასცდება. აქვე გთავაზობთ ფასებს, რომლითაც ინგრედიენტებს საქართველოში ყველაზე იაფ სუპერმარკეტების ქსელ „გვირილაში“ შეიძენთ. გაითვალისწინეთ, ფასები მითითებულია კერძისთვის საჭირო პორციებზე.

სპაგეტი სოკოთი და ნაღებით

11-1692598108.jpg

ინგრედიენტები:

  • სპაგეტი - 1 შეკვრა - 1,95 ლარი
  • ქამა სოკო - 1 ქილა - 2,95 ლარი
  • ნაღები - 200 მლ - 4 ლარი
  • ხახვი - 1 თავი - 0,07 ლარი
  • ნიორი - გემოვნებით - 0,27 ლარი
  • პილპილი - გემოვნებით - 0,01 ლარი
  • მარილი - გემოვნებით - 0,01 ლარი

მომზადების წესი:

სპაგეტი მოხარშეთ მარილიან წყალში იმდენი წუთის განმავლობაში, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული.

სოკო გადაწურეთ, წყალი გადაავლეთ და ხახვთან ერთად მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ ნაღები და დაბალ ცეცხლზე დატოვეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ვიდრე ნაღები არ წამოდუღდება. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ: მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი. მიღებული სოუსი დაუმატეთ მოხარშულ სპაგეტს და კარგად ამოურიეთ, სურვილისამებრ შეგიძლია მოაყაროთ გახეხილი ყველი.

გემრიელი სპაგეტის მომზადებას 9,25 ლარად შეძლებთ.

კვერცხი მაიონეზის სოუსით

355102875-660571432601472-649418802250211378-n-1692598203.jpg

ინგრედიენტები:

  • კვერცხი - 10 ცალი - 4,39 ლარი
  • მაიონეზი - 300 გრ. – 4,10 ლარი
  • ნიორი - 4 კბილი - 0,11 ლარი
  • ყვითელი ყვავილი - 2 ჩ.კ. 0,01 ლარი
  • ხახვი - 1 ცალი - 0,07 ლარი
  • კამა - 1 შეკვრა - 0,95 ლარი
  • ადუღებული წყალი - 200 გრ.
  • პილპილი - გემოვნებით - 0,01 ლარი
  • მარილი - გემოვნებით - 0,01 ლარი

მომზადების წესი:

10 ცალი კვერცხი კარგად მოხარშეთ, გაფცქვენით და შუაზე დაჭრით.

პარალელურად, ცალკე თასში მოათავსეთ მაიონეზი, რომელსაც წყლით გაათხელებთ. დაამატეთ მარილი, პილპილი, ყვითელი ყვავილი, წვრილა დაჭრილი ხახვი და კამა, გახეხილი ნიორი. მიღებულ სოუსში ჩაალაგეთ დაჭრილი კვერცხი და 1-2 საათის განმავლობაში მაცივარში მოათავსეთ.

ამ კერძის მოსამზადებლად 9 ლარი სრულიად საკმარისია.

ხაჭოს ბურთულები

367814683-1028159624867767-759172858930096098-n-1692598269.jpg

ინგრედიენტები:

  • ხაჭო - 500 გრ. – 9,45 ლარი
  • კვერცხი - 3 ც - 1,32 ლარი
  • შაქარი - 4 ს.კ. – 0,37 ლარი
  • ფქვილი - 250 გრ - 0,7 ლარი
  • სოდა - 1 ს.კ. – 0,06 ლარი
  • მარილი - გემოვნებით - 0,01 ლარი

მომზადების წესი:

ფქვილს დაუმატეთ შაქარი, სოდა და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ხაჭო, წინასწარ გათქვეფილი კვერცხი და კვლავ ამოურიეთ. ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და შეწვით ბევრ ზეთში. შემწვარი ბურთულები ერთჯერად ხელსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ან მურაბასთან ერთად.

სასარგებლო ბურთულების მომზადებას 12 ლარად შეძლებთ.