დაიწყე დილა ჯანსაღად და გააქტიურდი #ACTIVIAსთან ერთად - Gemrielia.ge

დაიწყე დილა ჯანსაღად და გააქტიურდი #ACTIVIAსთან ერთად

ავოკადოს სოუსი #ACTIVIAსთან ერთად

მომზადება - 15 წუთი

პორცია - 1

ინგრედიენტები:

  • 80 გრ მოხარშული სოიო
  • მწიფე ავოკადოს ნაჭერი
  • 1 ჩ.კ. მისოს სოუსი
  • 2 ს.კ. იოგურტი ACTIVIA
  • 1 ნაჭერი ჭვავის პური
  • 10 ცალი პომიდორი ჩერი
  • დაფქული წითელი წიწაკა

მომზადების წესი:

სოიო, ავოკადო, მისოს სოუსი და ACTIVIA ერთად დააბლენდერეთ. ცალი მხრიდან გატოსტილ პურს წაუსვით მიღებული მასა, მოაწყვეთ შუაზე გაჭრილი პომიდვრები და მოაყარეთ წიწაკა.

მრავალფეროვნებისთვის სოიო შეგიძლიათ შეცვალოთ ლობიოთი ან ბარდით.

შოკოლადისა და ჟოლოს დესერტი #ACTIVIAსთან ერთად

367713932-1635051186983033-5752831993520137572-n-1692600391.png

მომზადება - 15 წუთი

პორცია - 2

ინგრედიენტები:

  • 50 გრ. შავი შოკოლადი
  • 150 გრ. ცოცხალი ჟოლო
  • 140 გრ. იოგურტი ACTIVIA
  • თხევადი ვანილი

მომზადების წესი:

დაბალ ტემპერატურაზე გაადნეთ შოკოლადი 1 ს.კ. წყალთან ერთად. პარალელურად, შუაზე დაჭერით ჟოლო. ჟოლოს 2/3 გადაანაწილეთ 2 ჭიქაში, დარჩენილი კი შოკოლადში შეურიეთ და ვანილის რამდენიმე წვეთი დაამატეთ. მიღებული მასა გააგრილეთ.

გაგრილებულ მასას შეურიეთ იოგურტი და ნაზად ამოურიეთ. მარმარილოსები მასა უნდა მიიღოთ და ჟოლოიან ჭიქებში ჩაასხით. გააციეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათის განმავლობაში.

ტოსტი კიმჩით #ACTIVIAსთან ერთად

367712767-669317168446732-8531023258459325480-n-1692600435.png

მომზადება - 15 წუთი

პორცია - 1

ინგრედიენტები:

  • 80 გრ. ქამა სოკო
  • 50 გრ ყველი
  • 2 ს.კ. იოგურტი ACTIVIA
  • 1/2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • ½ ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 1 ნაჭერი ჭვავის პური
  • 50 გრ კიმჩი

მომზადების წესი:

პატარა ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაამატეთ თხლად დაჭრილი სოკო. შუშეთ 5 წუთის განმავლობაში.

პარალელურად, თასში აურიეთ გახეხილი ყველი, ACTIVIA, დიჟონის მდოგვი, მარილი და წიწაკა. დაამატეთ მომზადებული სოკო.

გატოსტილ პურზე მოათავსეთ სოუსი და მოათავსეთ ტოსტერზე 1-2 წუთის განმავლობაში, ვიდრე ყველი არ დადნება. დაუმატეთ კიმჩი და გემრიელად მიირთვით.

არ დაგავიწყდეთ, ACTIVIA-ს უნიკალური პრობიოტიკები BifidusActiregularis® დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა ყველაზე გემრიელი და მარტივი გზით. მასთან ერთად ორგანიზმის გააქტიურება და ბალანსის შენარჩუნება მარტივია.

R