რა აკლია თქვენს ორგანიზმს? - Gemrielia.ge

რა აკლია თქვენს ორგანიზმს?


მაშ ასე, თუ ძალიან გინდებათ შოკოლადი,ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს მაგნიუმი არ ჰყოფნის. უნდა მიირთვათ მეტი ხილი, ნიგოზი, პარკოსნები, მარცვლეული.
თუ უბრალოდ რაიმე ტკბილი გინდათ, იცოდეთ, რომ ორგანიზმი ითხოვს ნახშირწყლებს ან ფოსფორს. მიირთვით პამიდორი, კარტოფილი, ისპანახი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ბანანი, ჩირეული, ოსპი.

თუ ძალიან გინდათ პური - ორგანიზმი ითხოვს აზოტს. მიირთვით პროდუქტები ცილების მაღალი შემცველობით, მაგალითად, პარკოსნები და ნიგოზი.
თუ გაზიანი სასმელები ან ცხიმიანი საკვები გიზიდავთ, ორგანიზმი კალციუმს ითხოვს.

თუ გამუდმებით გინდათ ხორცის ჭამა - ორგანიზმს რკინა არ ჰყოფნის. მიირთვით გოგრის თესლი, მოცვი, მწვანე ბოსტნეული, მზესუმზირა, წიწიბურა, პარკოსნები.

თუ მლაშე საკვები გიზიდავთ, ქლორიდები გაკლიათ. ნიირთვით ზღვის კომბოსტო და ზღვის მარილი, ჭარხალი, სტაფილო, პამიდორი, ზეთისხილი.

თუ უბრალოდ უმადობა გაწუხებთ - ეს B1, B3 ვიტამინების და მარგანეცის ნაკლებობაზე მიუთითებს. ჩართეთ რაციონში ნიგოზი, ქატო, ბურღულეული, სოკო, ანანასი, ჭარხალი.