რომელია ის 8 პროდუქტი, რომელიც ტვინს სჭირდება? - Gemrielia.ge

რომელია ის 8 პროდუქტი, რომელიც ტვინს სჭირდება?

საუკეთესო პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის:

ცხიმიანი თევზი

tevzi-1693854639.jpg

ორაგული, კალმახი, ქაშაყი, სკუმბრია და სარდინი - ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყაროებია.

ტვინის დაახლოებით 60% ცხიმია და ამ ცხიმის ნახევარი არის ომეგა - 3. ტვინი მათ იყენებს უჯრედების ასაშენებლად და ომეგა -3 ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შემეცნებისა და მეხსიერებისთვის.

ომეგა -3-ის კიდევ რამდენიმე დადასტურებული სარგებელი ტვინისთვის:

  • ისინი ანელებენ ასაკთან დაკავშირებულ გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას და ამცირებენ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს;
  • ომეგა-3-ის არასაკმარისი რაოდენობა ასოცირდება შემცნებითი შესაძლებლობების დაქვეითებასთან, ასევე დეპრესიასთან.

და ბოლოს, კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა American Journal of Preventive Medicine-ში, დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ცხიმიან თევზს, ტვინში მეტი ნაცრისფერი ნივთიერება აქვთ.

ყავა

yava-1693854723.jpg

ყავას აქვს ორი კომპონენტი, რომელიც ეხმარება თქვენს ტვინს: კოფეინი და ანტიოქსიდანტები.

კოფეინს აქვს მინიმუმ სამი დადებითი ეფექტი ტვინზე:

  • გეხმარებათ კონცენტრირებაში. კოფეინი ბლოკავს ადენოზინს, ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ძილიანობას და აპათიას;
  • აუმჯობესებს განწყობას. კოფეინი ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, რომელიც პასუხისმგებელია ემოციურ მდგომარეობაზე;
  • ზრდის ყურადღების კონცენტრაციას. წლების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა (2002, 2017) მუდმივად აჩვენა, რომ კოფეინის ზომიერი მოხმარება ზრდის სიფხიზლეს და აუმჯობესებს ინტელექტის ტესტების მაჩვენებელს.

და ბოლოს, ყავა, ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო, ამცირებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების - პარკინსონისა და ალცჰაიმერის რისკს.

დალიეთ არაუმეტეს ერთი ფინჯანი ერთჯერადად და არა უმეტეს ორი-სამი ფინჯანი დღეში...განაგრძეთ კითხვა