„ყურძენი სავსეა ვიტამინებით, აძლიერებს იმუნურ სისტემას...“ - რა სასარგებლო თვისებები აქვს ყურძენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის? - Gemrielia.ge

„ყურძენი სავსეა ვიტამინებით, აძლიერებს იმუნურ სისტემას...“ - რა სასარგებლო თვისებები აქვს ყურძენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

ანტიოქსიდანტებთან, C ვიტამინთან, K ვიტამინთან და კალიუმთან ერთად, ყურძენი სავსეა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი საკვები ნივთიერებით.ყურძნის სარგებელი

ყურძენი სავსეა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. ასევე მდიდარია წყლით, რაც დაგეხმარებათ ჰიდრატაციის შენარჩუნებაში.

აძლიერებს იმუნურ სისტემას - ყურძენი C ვიტამინის კარგი წყაროა, მას შეუძლია დაეხმაროს იმუნურ სისტემას ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ხელს უშლის კიბოს განვითარებას - ანტიოქსიდანტებით სავსე ყურძენი ხელს უშლის თავისუფალ რადიკალების მავნე ზემოქმედებას. თავისუფალი რადიკალები მოლეკულებია, რომლებიც მოლეკულებია, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს და შეიძლება გამოიწვიონ კიბო. ანტიოქსიდანტები ამცირებენ ოქსიდაციურ სტრესს, რათა ხელი შეუწყონ კიბოს რისკის შემცირებას. ყურძენი ასევე გამოირჩევა ანტიოქსიდანტით, რომელსაც ეწოდება რესვერატროლი. იგი იცავს ორგანიზმს კიბოსგან ანთების შემცირებით და კიბოს უჯრედების ზრდის ბლოკირებით. ყურძენი ასევე შეიცავს კატექინებს, კვერცეტინს და ანთოციანინებს - ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ძლიერი კომბინაციაა კიბოს წინააღმდეგ.

აქვეითებს არტერიულ წნევას - ყურძენში ნატრიუმის შემცველობა ძალიან დაბალია, რაც ხელს უშლის არტერიული წნევის მომატებას. ყურძენი ასევე მდიდარია კალიუმით, რაც ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილურობას...განაგრძეთ კითხვა