ნიგოზი, ზეთი, ჩაი... 6 წესი წონაში დასაკლებად, რომლებზეც იშვიათად საუბრობენ - Gemrielia.ge

ნიგოზი, ზეთი, ჩაი... 6 წესი წონაში დასაკლებად, რომლებზეც იშვიათად საუბრობენ

მიჰყევით ამ წესებს და შედეგები არ დააყოვნებს, ლამაზ ფიგურასაც დიდხანს შეინარჩუნებთ.


1.მიიღეთ უჯრედისი ყოველდღე. მას შეიცავს ბოსტნეული,ხილი, მთლიანი მარცვლეულისგან მომზადებული პროდუქტები. უჯრედისი ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას და ამცირებს ზედმეტი საკვების მიღების რისკს.

2. მიიღეთ კალციუმი და D ვიტამინი.ისინი ამაგრებენ ძვლებს, ხელს უწყობენ წონის კლებას. მათი მიღება მნიშვნელოვანია დიეტის დროს. მათი ძირითადი წყარო კი რძის პროდუქტებია.

3. სასარგებლო ცხიმები, რომელსაც შეიცავს ნიგოზი, სხვადასხვა სახის თხილეული, თევზი, არარაფინირებული მცენარეული ზეთები აუცილებელია ორგანიზმისთვის. ისინი ხელს უწყობენ ტვინის აქტიურ მუშაობას, ახანგრძლივებენ დანაყრების შეგრძნებას.

4. აუცილებლად უნდა მიიღოთ ცილა, 2 გრამი დღეში - სხეულის ყოველ 1 კგ-ზე. მისი ნაკლებობის დროს, ორგანიზმი ცხიმის დაწვის ტემპს ამცირებს.

5. დიეტის დროს აუცილებელია წყალი. ის ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს მადას. 1 ჭიქა წყალი კვების წინ დაგიცავთ რომ ზედმეტი არ მიირთვათ.

6. მწვანე ჩაი - როგორც აღმოჩნდა, ის არა მხოლოდ გაცხიმიანებისგანიცავს ორგანიზმს,არამედ ზედმეტი წონის კლებას უწყობს ხელს. თუ გახდომა გსურთ, დღეში 3 ჭიქა მწვანე ჩაი მაინც მიიღეთ