საბავშვო სამზარეულო - გემრიელი იდეები და რჩევები - Gemrielia.ge

საბავშვო სამზარეულო - გემრიელი იდეები და რჩევები

სოსისები ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანია, რომელიც შეიძლება ნამდვილი ხსნა აღმოჩნდეს დაკავებული მშობლებისთვის. ის სწრაფად მზადდება, კომფორტულად იჭმება და რაც მთავარია, ბავშვებს ძალიან უყვართ. რა თქმა უნდა, როცა საუბარი ბავშვის საკვებზეა, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტის ხარისხია. ამიტომ, არჩევანი აუცილებლად სანდო მწარმოებელზე უნდა გააკეთოთ და უმჯობესია, თუ უშუალოდ საბავშვო პროდუქციას მიანიჭებთ უპირატესობას.

2-1695970801.jpg

ჩემს შემთხვევაში ეს „ნიკორას“ საბავშო სოსისი „ცეროდენაა“, რომელიც ძალიან უყვართ ჩემს შვილებს. ამ ბლოგში კი რამდენიმე საინტერესო იდეას შემოგთავაზებთ, თუ როგორ გახადოთ საბავშვო სოსისები კიდევ უფრო გემრიელი და ნოყიერი.

3-1695970823.jpg

სოსისების მომზადების რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ. იმისთვის, რომ თქვენი ბავშვებისთვის კერძი საინტერესო იყოს, მოხარშვისა და შეწვის გარდა სცადეთ მათი მომზადება გრილზე ან ღუმელში. სოსისი ასევე ძალიან კომფორტულია სკოლის ლანჩისთვისაც. მენიუს დასაბალანსებლად, დაუმატეთ მას ბოსტნეულის ინგრედიენტები.

სოსისის მწვადი ბოსტნეულით

4-1695970883.jpg

სოსისის შამფურები ბოსტნეულით არის სახალისო და გემრიელი რეცეპტი მარტივი ცხელი ვახშმის მოსამზადებლად. ალბათ დამეთანხმებით, რომ შამფურებზე საკვები ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. თქვენ შეგიძლიათ ბავშვთან ერთადაც მოამზადოთ ასეთი კერძი. შამფურებზე მონაცვლეობს მრავალფეროვანი ბოსტნეული, წვნიანი და გემრიელი სოსისის ნაჭრებით - ნოყიერიცაა და ჯანსაღიც. იდეალურია პიკნიკზე და ბარბექიუზე მოსამზადებლადაც.

ინგრედიენტები:

  • 8 სოსისი „ცეროდენა“
  • 1 ყაბაყი
  • 1 სტაფილო
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • ახლად დაფქული შავი პილპილი
  • არაჟანი და ნივრის სოუსი სერვირებისთვის

მომზადების წესი:

  1. ხის შამფურები ჩაალბეთ ცივ წყალში 20 წუთის განმავლობაში;
  2. მოამზადეთ ინგრედიენტები მწვადისთვის. სტაფილო და ყაბაყი დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოათავსეთ თასში, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ნახევარი ზეითუნის ზეთი, აურიეთ და დატოვეთ 15 წუთი;
  3. სოსისები გაჭერით შუაზე. სოსისი და ბოსტნეული შამფურებზე ააცვით მონაცვლეობით;
  4. გააცხელეთ ტაფა-გრილი საშუალო-მაღალ ცეცხლზე. წაუსვით დარჩენილი ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ შამფურები. შეამცირეთ სითბო საშუალოზე და მოამზადეთ შამფურები 3 წუთის განმავლობაში. გადააბრუნეთ მეორე მხარეს და გააგრძელეთ მზადება კიდევ 2 წუთი;
  5. სოსისის შამფურები ბოსტნეულით დაალაგეთ თეფშებზე და მიირთვით სასურველ სოუსთან ერთად.

მინი ფენოვანი „ღილაკები“ სოსისით

5-1695970953.png

გემრიელი და საინტერესო მინი ფენოვანი "ღილაკები" მზადდება სოსისებით და მზა ფენოვანი ცომით, ძალიან მარტივად და სწრაფად. ისინი შესანიშნავია დილის ჩაისთვის ან სკოლის ლანჩისთვის, ასევე შეიძლება იყოს შესანიშნავი ალტერნატივა სადღესასწაულო სუფრისთვის კანაპეების მოსამზადებლად. აუცილებლად სცადეთ, ძალიან მარტივია!

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი (მზა) - 0,5 კგ
  • სოსისები - 4 ც. (300 გ)
  • კვერცხი - 1 ც.

მომზადების წესი:

  1. ფენოვანი ცომი გამოიღეთ საყინულედან და ოდნავ გალღვეთ;
  2. ფენოვანი „ღილაკები“ ძალიან სწრაფად მზადდება, ამიტომ ჩართეთ ღუმელი და დააყენეთ ტემპერატურა 180 გრადუსზე;
  3. ცომის თითოეული ფენა დაჭერით 8 კვადრატად (დაახლოებით 5 სმ );
  4. დააფარეთ საცხობი ფურცელი პერგამენტი სინზე და მოათავსეთ კვადრატები;
  5. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და სილიკონის ფუნჯით წაუსვით კვადრატებს;
  6. სოსისები დაჭერით დაახლოებით 1,5-2 სმ სისქის წრეებად. მოათავსეთ კვადრატების შუაში და ოდნავ დააწექით.
  7. აცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 25 წთ.

სოსისები თხევად ცომში (კლიარი)

ჩვეულებრივი სოსისების მომზადების ორიგინალური საშუალება, რომელიც ბავშვებს მოეწონებათ. სულ რაღაც 10 წუთი და გემრიელი და არაჩვეულებრივი საჭმელი მზად არის.

ინგრედიენტები:

  • 10 ც. სოსისი „ცეროდენა“
  • 100 გ. სიმინდის ფქვილი
  • 100 გ. ხორბლის ფქვილი
  • 10 გ. გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 100 მლ რძე
  • მარილიანი ჩხირები
  • წიწაკა გემოვნებით
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადების წესი:

  1. შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი (ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი), დაამატეთ კვერცხის გული და რძე;
  2. სოსისი მოათავსეთ შამფურზე და ჩააწეთ მთლიანად ცომში;
  3. კლიარში ამოვლებული სოსისი მთლიანად ჩაუშვით კარგად გაცხელებულ მცენარეულ ზეთში;
  4. შეწვით მანამდე, სანამ საბოლოოდ ყავისფერ ფერს არ მიიღებს.

სულ ეს არის! გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი რეცეპტები კომენტარებში.