რის დაგემოვნებას შეძლებთ ქართული ღვინის ფესტივალზე - Gemrielia.ge

რის დაგემოვნებას შეძლებთ ქართული ღვინის ფესტივალზე

ქართული ღვინის ფესტივალი ჯადოსნური მოვლენაა, რომელიც ყოველ შემოდგომაზე დაუვიწყარ ემოციებს გვჩუქნის. ცვლილებების სეზონთან ერთად ბუნება გულუხვად გვაძლევს ყურძნის მოსავალს და ტრადიციულად, მეღვინეებიც საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან ამ უნიკალურ დღესასწაულზე თავიანთი საუკეთესო შემოქმედების გასაზიარებლად.

ქართული ღვინის ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაა, არამედ ნამდვილი მოგზაურობა მეღვინეობის კულტურასა და ხელოვნებაში. მათრობელა, არომატული სასმლის მრავალფეროვანი სახეობების დაგემოვნების გარდა, აქ შეძლებთ გასინჯოთ და შეიძინოთ ქართული, ტრადიციული გემრიელობებიც, რომლებიც იდეალურად უხდება ღვინოს.

ჩვენ მოგიყვებით, თუ რის დაგემოვნებას შეძლებთ ქართული ღვინის ფესტივალზე, რათა ბოლომდე დატკბეთ ღვინის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულით - შემოდგომის ღვინის ფესტივალით.

ხურჯინი

2-1695972362.jpg

„ხურჯინი“ აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, ქართული სოფლის ნაწარმს საქართველოს ყველა კუთხიდან. „ხურჯინის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია სანელებლები და საკმაზები; აჯიკის ნაირსახეობები; საწებლები და ტყემალი, კვაწარახი, მაყვლის საწებელი, მეგრული და იმერული პომიდვრის საწებელი, წიწაკის საწებელი. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ მრავალნაირი სახეობის ჩაი (შავი, მწვანე, ხილის, ციტრუსის, კუნელის, პიტნის, ბეგქონდარის, მოცვის, კენკრის, ასკილის);

თხილეული; ნუგბარი (ჩურჩხელა, ჯანჯუხა, ტყლაპი, ჩირი, ჭრელი ჩირი, ჩამიჩი, ქიშმიში, გოზინაყი); თაფლი (ცაცხვის, აკაციის, წაბლის, ალპური, მინდვრის ყვავილები, ძიძო, ნაძვი, მაისის, რწყავი, ციტრუსის, შემოდგომის მცენარეები); მურაბები (სხვადასხვა ხილისა და კენკრის, თუთის, გირჩის, კაკლის, მესხური ბაქმაზი თორის კედრის მურაბა); ზეთი (არომატული კახური ზეთი); ძმარი; წვენები, კომპოტები, კონსერვები; ღერღილი და მჭადის ფქვილი; შებოლილი ყველი; მწნილეული; არაყი და რა თქმა უნდა, ღვინო (თეთრი - რქაწითელი, წინანდალი წითელი - პინო, საფერავი, ქინძმარაყლი, ოლიკარტე, მუკუზანი, ალადასტური).

ასევე, შეგეძლებათ დააგემოვნოთ ცხელი და არომატული უგემრიელესი გლინტვეინი.

ჩირიფრუტი

3-1695972432.jpg

თუ ნუგბარი და ტკბილეული გიყვართ, მაშინ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ „ჩირიფრუტის“ საოცარი ნაწარმი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჩირების, შოკოლადების, სხვადასხვა ტკბილეულის ჩირით და თხილეულის ნაირსახეობები. ასევე, ჟოლოს, მარწყვის, ლეღვის და სხვა ხილის ტყლაპები. რა თქმა უნდა, ყველასათვის საყვარელი გოზინაყის ბურთულები და კიდევ ბევრი უცხო და საინტერესო დელიკატესი, რომელიც განსაკუთრებით ღვინოს.

სქრეფერსი

4-1695972527.jpg

ჰოთ დოგების მოყვარულებს ნამდვილი სიამოვნება გელით. ქართული ღვინის ფესტივალზე მოგეცემათ შანსი, „სქრეფერსის“ უგემრიელესი ჰოთ დოგები და ხრაშუნა ფრი დააგემოვნოთ. „სქრეფერსი“ გაგიმასპინძლდებათ როგორც კლასიკური ჰოთ დოგით, ასევე ორმაგი, ოთხმაგი ან ხუთი ყველის ცხელ-ცხელი ჰოთ დოგებით.

შვეიცარიული ყველი

5-1695972604.jpg

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია ფესტივალზე შვეიცარიული ყველის სხვადასხვა ასორტიმენტს წარმოადგენს. ღვინო და ყველის დაფა ხომ წარმოუდგენელია ერთმანეთის გარეშე? „შვეიცარიული ყველის“ 10 თვიანი დავარგების მთის ყველს, შვეიცარიაში, გრაუბიუნდენში გამართულ ალპური ყველის შეჯიბრზე ჟიურიმ ოქროს კატეგორია მიანიჭა.

როგორც ხედავთ, ქართულ ღვინის ფესტივალზე სასმლის დაგემოვნების გარდა, ბევრი გემრიელობაც გელით. არ გამოტოვოთ ქართული ღვინის ფესტივალი 2023 „მეიდან ჯგუფთან“ ერთად, 7 ოქტომბერს, რომელიც მეხუთედ გიმასპინძლებთ და ტრადიციულად, ქართული გემოებს, არომატებს, ხმებსა და მრავალფეროვან გასართობ პროგრამას შემოგთავაზებთ.

6-1695972680.jpg

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება.

დასწრება თავისუფალია!

იხილეთ ღონისძიების ბმული