„კუხე პამიდორს მოკლავთ მარილში, დაჯორგავთ, გაიწურება, დაწდება...“ - ზურა შევარდნაძის მკვახე პომიდვრის რეცეპტი თხილით
ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს მკვახე პომიდვრის რეცეპტს უზიარებს.
"დაჭრილ, ხარისხიან მკუხე პამიდორს მოკლავთ მარილში, დაჯორგავთ, გაიწურება, დაწდება.მოთუშული ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა, ცოტა ზეთი, ძმარი, დანაყული თხილი და ხმელი სუნელები, ნედლი ზაფრანის ყვავილი, ცხელი ჭადი და თქვენი მშვიდობა!", - წერს ზურა შევარდნაძე.