თაფლი და დარიჩინი სამკურნალოდ
თაფლისა და დარიჩინის სამკურნალო თვისებებს ძველი დროიდან იცნობდნენ. როცა ექიმამდე გზა შორი იყო, ძველი ხალხი თაფლსა და მის პროდუქტებს ჭრილობებსა და დამწვრობებზე ისვამდა. ანტიბაქტერიული თვისებების გამო, თაფლი იარებს ინფექციებისგან იცავდა და განკურნებას აჩქარებდა.
უფრო დეტალურად შევჩერდეთ ყველა იმ პრობლემაზე, რის მოგვარებაშიც თაფლი და დარიჩინი დაგეხმარებათ.
აკნე
მოამზადეთ ნარევი სამი სუფრის კოვზი თაფლით და 1ჩაის კოვზი (ძალიან სავსე არა)დარიჩინით. ეს მიქსტურა წაისვით უშუალოდ გამონაყარზე. თუ სახლიდან არ გადიხართ, შეგიძლიათ მთელი დღე დაიტოვოთ. ან შეიზილოთ სახლში დაბრუნებისთანავე, საღამოს, სუფთა კანზე და დაიტოვოთ რაც შეიძლება მეტხანს. საშუალოდ ორ კვირაში გამონაყარ შესამჩნევად ალაგდება, კანი დაიწმინდება.
არის მეორე მეთოდიც: 1 ს.კ თაფლს(უმჯობესია აკაციის) შეურიეთ 1.5 ჩაის კოვზი დარიჩინი და ეს ნარევი 15-20 წუთით წაისვით სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კვირაში სამჯერ მაინვ უნდა გააკეთოთ. აკნე ნელ-ნელა გაქრება.
ართრიტი
თუ ართრიტი გაწუხებთ, ყოველ დღე, დილით და საღამოს მიიღეთ1 ჭიქა თბილი წყალი 2 კოვზი თაფლით და ½ ჩაის კოვზი დარიჩინით. რეგულარული მიღებისას, ქრონიკული ართრიტიც კი შეგიმსუბუქდებათ. დაახლოებით 1 თვეში კი ტკივილების გარეშე შეძლებთ გადაადგილებას.
ქოლესტერინი
შეურიეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1.5 ჩაის კოვზი დარიჩინი. გახსენით 400-500 მლ წყალში და ეს ულუფა მიიღეთ დღეში სამჯერ. თაფლის რეგულარული მიღება ცუდი ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს.
დაღლილობა
გამოკვლევები ცხადჰყოფს, რომ თაფლში შემავალი შაქარი ორგანიზმის ენერგიულობისთვის აუცილებელია. ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც იღებენ თაფლისა და დარიჩინის თანაბარ რაოდენობას ყოველ დღე, უფრო მოქნილები და ხალისიანები არიან. დოქტორი მილტონი, რომელიც ამ კვლევებზე მუშაობდა, შენიშნავს, რომ ყოველდღიურად 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი, ცოტაოდენი დარიჩინით, 1 კვირაში საგრძნობლად ააქტიურებს ორგანიზმს. მისი თქმით, ეს სასარგებლო სასმელი უნდა მიიღთ დილით და შუადღის 3 საათისთვის, როცა ორგანიზმის აქტიურობა დაქვეითებას იწყებს.
საკვების მონელების პრობლემები
თუ საკვების მონელება გიჭირთ, ჭამის წინ მიიღეთ 1-2 ს.კ თაფლი, რომელსაც დარიჩინს მოაყრით. ეს გაგიადვილებთ გადამუშავების პროცესს, შეამცირებს მჟავიანობას.
გულის დაავადებები
დილაობით, მურაბის და ჯემის ნაცვლად, პურზე დარიჩინიანი თაფლი გადისვით. ეს განსაკუტრებით მათთვისაა სასარგებლო, ვინც გულის შეტევის რისკ-ჯგუფშია. თაფლი და დარჩინი იცავენ ვენებისა და არტერიების კედლებს, უზრუნველყოფენ მათ ელასტიურობას და ჯანმრთელობას.
თმის ცვენის დროს
მოამზადეთ ნარევი 1 ს.კ თაფლით 1 ჩ.კ დარიჩინით, დაამატეთ გამთბარი ზეითუნის ზეთი და შეიზილეთ თმის ძირებში. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებრივად, შხაპის ქვეშ.
წონის დასაკლებად
დილაობით უზმოზე და საღამოს ძილის წინ მიიღეთ 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსნილი 1 ს.კ თაფლი და ½ ჩ.კ დარიჩინი. ეს სასმელი ორგანიზმში ცხიმების ჩალაგებას უშლის ხელს.
ზოგადად, თაფლისა და დარიჩინის გამოყენება იმუნურ სისტემას აძლიერებს და ინფექციებისგან გვიცავს. მაგრამ ზომიერების დაცვა აქაც აუცილებელია. არ მიიღოთ დღეში სამ ჭიქაზე მეტი დარჩინიან-თაფლიანი სასმელი. ასევე, ნუ მისცემთ 2 წლამე ასაკის ბავშვებს. ორსული და მეძუძური ქალები უნდა მოერიდონ დარიჩინის ბაზაზე მომზადებულ სამელებს და ნაყენებს, ასევე მის ეთერზეთს, სპეციალისტის რჩევის გარეშე.