შოკოლადი შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირდეს... - მსოფლიოში კაკაოს ფასი მკვეთრად გაიზარდა
დასავლეთ აფრიკაში კაკაოს იმედგამაცრუებელი მოსავლის შემთხვევაში, შოკოლადის ფასებმა მსოფლიოში შესაძლოა, კიდევ უფრო აიწიოს.
Bloomberg-ის ცნობით, მხოლოდ გასულ წელს კაკაო 47%-ით გაძვირდა, რაც ცუდი ამინდისა და მცენარეული დაავადებების საფრთხეება განაპირობა კოტ დიუვარსა და განაში, რომლებიც მსოფლიო მიწოდების 2/3-ს შეადგენენ. უჩვეულოდ წვიმიანი ამინდი, ე.წ. El Nino, საქმეს კიდევ უფრო ართულებს და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გლობალური დეფიციტის საწყისები იკვეთება.
აღსანიშნია, რომ შოკოლადის უმსხვილესმა მწარმოებლებმა Hershey Co.-მა და Lindt & Spruengli AG-მა უკვე გააფრთხილეს მომხმარებლები ფასების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით...განაგრძეთ კითხვა